აზარტული თამაშის დაუძლეველი სურვილი

21-ე საუკუნეში ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს ახალგაზრდების დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება აზიანებს ფსიქიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას რაც ერთ ერთი განპირობებელი ფაქტორია იმისა რო კარგავენ მეგობრებს და პირად ცხოვრებას. მოცემულ პრობლემა არის საკმაოდ აქტუალური , თუმცა  რატომღაც მის მოგვარებას ერიდებიან.  კონკრეტული პატარა ნაბიჯები უკვე ცვლილებას მოიტანს საზოგადოებაში.     პრობლემების მოგვარების საფუძველი არის ცოდნა, დღესდღეისობით  აზარტულ თამაშებთან და მის მიმართ დამოკიდებულების რისკების შესახებ ცნობიერება დაბალია. არ მიმდინარეობს ამ ყველაფრის ანტი რეკლამირება, პირიქით წახალისებულია. რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მოზარდს, როდესაც მის ირგვლივ ონლაინ აზარტული თამაშების პროპაგანდაა, ამ დროს ძალიან რთულია მოზარდისთვის ახსნა, რომ ეს არ არის სწორი გზა. ასოციაცია კი უჩნდებათ რა „ადვილია“ ფულის მოგება.   ჩვენი მიზანია, ახალგაზრდები მეტად ინფორმირებულები გავხადოთ და დავიწყოთ, მათი ცნობიერების გაზრდდა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით. ახალგაზრდები მეტად მნიშვნელოვანი სეგმენტია, რადგან ეს წარმოადგენს ქვეყნის ძალას და მომავალს.  ამიტომ,გადავწყვიტეთ განვახორციელოთ ისეთი აქტივობები, რომლითაც ახალგაზრდები დაინახავენ პრობლემის რეალურ არსსა და  რისკებს, რის შემდგომაც ისინი აღარ მოტყუვდებიან „იაფასიანი“ ხრიკებით. ასევე პროექტის ფარგლებში, გაიგებენ მეტს აზარტული თამაშების მუშაობის პრინციპთან დაკავშირებით. ასევე ისეთ დეტალები იქნება წარმოდგენილი, რომელიც მზაკვრულად არის დამალული კაზინოებში. მათი ფსიქოლოგიური მიდგომები, მაგალითად კაზინოში საათი, რომ არ არის და ასევე, არც ფანჯრებს მოკრავთ თვალს, რადგან დროის შეგრძნება დაეკარგოთ მოთამაშეებს.  ფერებიც ისეა შერჩეული, რომ თვალი  არ გადაეღალოთ. შემდეგი ფსიქოლოგიური მიდგომაა ასევე ღილაკი, რომელიც ოქროსფრად ანათებს და მოთამაშეებისთვის, ეს ოქროსფერი ღილაკი გამარჯვებასთან ასოცირდება და თავიანთ ბედს მრავალჯერ ცდიან. მოცემული აქტივობებით,  შედეგი ის იქნება რომ კონკრეტული ახალგაზრდების ჯგუფებს, ცნობიერება აუმაღლდებათ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით. ეცოდინებათ მექანიზმი, როგორ მუშაობს აზარტული თმაშები როგორც მატერიალურ, ასევე არამატერიალური(მენტალური ,ფსიქოლოგიური) მიმართულებებით. ისინი დაინახავენ რეალურ  შედეგებს, თუ სად მიყავს ადამიანი აზარტულ თამაშებს. 

გვექნება 5 ტიპის აქტივობა: 1)    გორის უნივერსიტეტში, 25-30 ახალგაზრდასთან შეხვედრა, სადაც საუბარი იქნება აზარტულ თამაშებზე, მის რისკებსა და შედეგებზე. ასევე იმ ხრიკებზე რასაც იყენებენ აზარტული თამაშების მარკეტინგისთვის.  2)    შევალთ სამ სკოლაში, სამიზნე ჯგუფები იქნებიან 11-12 კლასელები, სადაც  საუბარი იქნება აზარტულ თამაშებზე, მის რისკებსა და შედეგებზე. თითო სკოლიდან დაახლოებით 25 მოსწავლეს ჩაუტარდებათ ლექცია. 3)    ჩავატარებთ ფილმის ჩვენებას, თემატიკა აზარტულ თამაშებთან იქნება კავშირში, ფილმის ბოლოს იქნება დისკუსია.  ფილმის დაწყებამდე გვეყოლება, სტუმარი რომელიც  გაგვიზიარებს საკუთარ ისტორიას, თუ როგორ დაკარგა ყველაფერი აზარტული თამაშების გამო.  4)    გავაკეთებთ პოსტერს,   რომელიც ხელს შეუშლის აზარტული თამაშების პროპაგანდას. მაქისმალურად ვეცდებით მოვიცვათ სოციალურ ქსელები ამ პოსტერით, ეს იქნება Facebook, Instagram თუ სხვა პლატფორმები. 5)    მოკლე  ანიმაციური ვიდეო-რგოლის აწყობა, აზარტული პროპაგანდის წინააღმდეგ. რომელიც განთავსდება  სოციალურ ქსელში და დავიხმართ Facebook, Instagram, YouTube. შეხვედრები, რომლებიც დაგეგმილია  ჩავატარებთ ჩვენ გუნდის წევრები,  შესაძლებელია მოვიწვიოთ მოხალისეობრივად სფიქერი, რომლებსაც კომპენტეცია ექნება, რომ ისაუბროს მოცემულ საკითხზე. მოცემული მიზნების განსახორციელებლად დაგვჭირდება:  •    თანამშრომლობა რესუს ცენტრთან, რათა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები დავგეგმოთ. •    თანამშრომლობა გორის უნივერსიტეტთან, რათა სტუდენტებთან განხორციელდეს შეხვედრები, ტრენინგები. •შეხვედრებისთვის საკანცელარიო ნივთები. •    თანამშრომლობა, Art-House-თან, რათა ფილმის ჩვენება განვახორციელოთ. •    მოძიება, გრაფიკული დიზაინერის, რომელიც პოსტერის აწყობაში დაგვეხმარება •    ვიდეოგრაფი, რომელიც ანიმაციურ ვიდეო-რგოლს აგვიწყობს.

Réactions