დასუფთავების აქცია

თავისუფალი მიმართულება

5 ივნის გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. ამასთან დაკავშირებით ალამბრის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ჩვენ და გარემო“-ს და გორგაძეების საჯარო სკოლის ეკოკლუბ „გზამკვლევს“ გვინდა განვახორციელოთ დასუფთავების აქცია სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე. გვინდა ჩავრთოთ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის ეკოკლუბები, მასწავლებლები, CENN-ის წარმომადგენლები და დავასუფთავოთ ზღვის სანაპირო ზოლი. ამ აქციის მიზანია, ჩავრთოთ ახალგაზრდები ეკოლოგიურ პრობლემებში და ავამაღლოთ მათში გარემოს დაცვის ცნობიერება.

Réactions