გარემოს დასუფთავება თანამედროვე მეთოდების საშულებით - გუნდი : ნაუტილუსი

ჩვენი იდეა მომხმარებელს სთავაზობს, თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით დაადგინონ ზონები, რომლებიც არიან დაბინძურებული, ხოლო მოხალისეობრივი საქმიანობის საფუძველზე, მათი დასუფთავების შემთხვევაში მიიღოს მცირე, მაგრამ სიმბოლური საჩუქრები. ჩვენი იდეა მიზნად ისახავს საქართველოს რამდენიმე რეგიონის გაციფრულებას Google Maps - პროგრამაში, რის შედეგადაც მომხარებელი შეძლების დაადგინოს სად არის ე.წ. "წითელი და მწვანე" ზონები. თუ გადაწყვეტს მათ დასუფთავებას, მან უნდა ატვირთოს დასუფთავებული გარემოს ფოტოსურათი, რის შედეგადაც ის მიიღებს სპეციალურ ქულებს, რომლის დაგროვების შედეგად მას შეუძლია გადაცვალოს ისინი რაიმე სახის საჩუქრებში.

ეს იდეა სარგებელს მოუტანს არა მარტო, ლოკალური პრობლემის აღმოფხვრას არამედ გლობალურისასაც. ჩვენი იდეა დაეხმარება ტურისტულ ბიზნესსაც. რაც უფრო მეტი გამწვანებული ზონა იქნება რეგიონში, მით უფრო მეტი ტურისტი გადაწყვეტს სტუმრობას.

ეტაპები :

1. დავარეგისტრიროთ რამდენიმე რეგიონი Google Maps ში.

2. მოვახდინოთ იდეის პოპულარიზაცია

3. დავაკვირდეთ სატესტო პროგრესს

 

პროექტისთვის საჭიროა ფინანსური, ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსები.

 

პროექტის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული, რეგისტრაციის გამართვას და პოპულარიზაციას დასჭირდება 2-3 თვე.

Réactions