ახალი ხედვა

სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება

არ ვიცი  რამდენად იქნება იდეა, თუმცა ეს პრობლემა აუცილებლად აღმოსაფხვრელია ჩემი აზრით, და რაც უფრო მალე გაკეთდება რეაგირება მით უფრო უკეთესი...

სოფელ ბობოყვათის ცენტრში დგას ჯიხური , უფრო კონკრეტულად რომ აღვწერო მის წინ სკოლა და ტაძარია, ამ ჯიხურში იხარშება "წამალი" როგორც ვიცი, მის ირგვლივ კი მარიხუანაზე დამოკიდებული ადამიანებია პლუს ამას თავმოყრილი, სკოლის მოსწავლეები ყოველ დღე უყურებენ ყოველივე ამას, და მათში ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ეს ყველაფერი... აწევინებენ სკოლის მოსწავლეებს ან მარიხუანას ან სიგარეტს, და საბოლოოდ არცერთ მათგან ბიჭს აღარ აქვს განათლებისკენ ინტერესი, ჩემი თხოვნააა ქობულეთის ახალგაზრდულმა საბჭომ და ქობულეთის მერიამ დაანგრიოს ეს შენობა ან მოხდეს მისი რესტავრაცია და აქ განთავსდეს საგანმანათლებლო ან საინფორმაციო ცენტრი, სადაც მოხდება არაფორმალური განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ბავშვები დაინახავენ ახალ შანსს განვითარებისა და მათი ცხოვრება გახდება უფრო ნათელი, ნარკოტიკებისა და თამბაქოს გარეშე.  სხვა ჩემი სოფლის მაგალითზე არაფერი გვაკლია, უბრალოდ ნაკლები ცნობიერებაა განათლებისკენ და პროექტებში ჩართულობისკენ, ვფიქრობ ეს იდეა აღმოფხვრის აღნიშნულ პრობლემას.

Réactions