ლაბორატორია ჩვენს სკოლაში

გამომდინარე იქიდან, რომ სკოლაში ვსწავლობთ ისეთ საინტერესო საგნებს როგორიცაა, ქიმია და ფიზიკა, მაგრამ თანდათან უინტერესო ხდება, რადგან არ შეგვიძლია იმის პრაქტიკაში განხორციელება რასაც თეორიულად ვსწავლობთ, ამას მოყვება მოტივაციისა და ინტერესის დაკარგვა, აღნიშნული საგნები რჩება ჩვენი ყურადღების მიღმა, მაშინ როდესაც რომელიმე მოსწავლე სამომავლოდ კარიერას სწორედ ამ სფეროში აგრძელებს იჩაგრება, რადგან არ აქვს შანსი იმისა რომ ქიმიურ და ფიზიკურ პროცესებს საკუთარი თვალით დააკვირდეს, ჩაატაროს ცდები და იხილოს რა შეუძლია ამა თუ იმ კანონსა და წესს.

  შესაბამისად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად აუცილებელია მუხაესტატეს საჯარო სკოლაში შეიქმნას ლაბორატორია, რომელიც  აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, სინჯარებითა და აპარატურებით, ყველა საჭირო ნივთით, რაც აღნიშნულ საგნებს ესაჭიროებათ. ლაბორატორიის შექმნა გაზრდის მოტივაციასა და ინტერესს საგნების მიმართ, მასწავლებლისთვის უფრო მარტივი გახდება ახსნას ამა თუ მოვლენისა და ფაქტის მიზეზი, მოსწავლეები ისწავლიან იმის პრაქტიკაში გამოყენებას, რაც თეორიულად ისწავლეს და შეუძლებლად მიაჩნიათ, ლაბორატორია გადამწყვეტ როლს შეასრულებს მომავალი პროფესიონალების ჩამოყალიბებაში. ლაბორატორია ჩვენს საწიერში.

სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლის გუნდი: ,,ლაბორანტები''

გუნდის წევრები: მარიამ ცეცხლაძე, დიანა შაინიძე, ნინო ჯინჭარაძე, ეკა ბათნიძე.

Réactions