როგორ გავაგრძელოთ თემის ლიდერთა პროგრამა...

გამომდინარე იქიდან,რომ ჩემთვის "თემის ლიდერთა პროგრამა" საკუთარი ინოვაციურობით, მრავლისმომცველობით, და ამასთანავე კონკრეტულობით გახდა დასამახსოვრებელი ვფიქრობ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცვალოს მისი მთავარი არსი- გვაწავლოს როგორ შევდგეთ საინიციატივო ჯგუფებად და როგორ ვაკეთოთ პროექტები. თუმცა რამდენიმე რეკომენდაციული ხასიათის "შესწორებას"  შევიტანდი.

1.კარგი იქნება პროექტის დაწყებამდე მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მეტად მასშტაბური თუ გახდება

2.ვფიქრობ სააპლიკაციო ფორმა რაც შეიძლება ლაკონური იყოს უკეთესიი იქნება(პირადად ჩემთვის არაკომფორტული იყო 120-150 სიტყვის სააპლიკაციო ფორმაში ჩაწერა,რაც შემეძლო გასაუბრებაზე უკეთ გამეცნო ორგანიზატორებისთვის)

3.გასაუბრება ვფიქრობ ცოტა უნდა გამკაცრდეს და მოტივაციასთან ერთად უმთავრეს ფაქტორად გამოცდილება იქნას გათვალისწინებული, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა სმონაწილეთა საკმაო ნაწილი გამოგვეთიშა მხოლოდ იმიტომ რომ "ერ გაუძლეს" პროექტს!

4. კარგი იქნება თუ პროექტის განხორციელების პერიოდი არ დაემთხვევა გამოცდების ან წინა ვნებათა ღელვის პერიოდს😄

5.პროექტის მიმდინარეობის პროცესში თუ დონორებთან შეხვედრის იმიტაციები ჩატარდება და მონაწილეები ისწავლიან დონორთა მოხიბვლის ან მათთვის დასაინტერესებლად საკუთარი პროდუქტის შეფუთვის "ფსიქოლოგიურ ხრიკებს".

6.კარგი იქნება თუ პოექტის აკადემიური ნაწილის შემდეგ, პრაქტიკული ნაწილის დროსაც მოეწყობა საერთო შეხცედრები(ინტენსიურად) რადგან გამოცდილების საფუძველზე გვქონდა შემთხვევები, როცა ცალკეული გუნდები ვერ აორგანიზებდნენ შეხვედრას.

იმედია შემდეგი "თემის ლიდერთა პროგრამა" გაუმჯობესებული გამოგვივა!❤️

 

Réactions