რჩევები, შეკითხვები

1. გთხოვთ, მართლწერას მიაქციეთ ყურადღება. 2. მოცემული სტატისტიკა წყაროთი რომ გაამყაროთ კარგი იქნება, ანუ საიდან იცით რომ 20%-ით მატულობს. 3. ჩემი აზრით, გამომწვევი ფაქტორები დასახვეწია და დასაკონკრეტებელი. მაგ; "გზებზე ნაკლებად ან თითქმის არასებული ხელოვნური დამაპრკოლებელი ნიშნები" რას გულისხმობთ კონკრეტულად? 4. "სწორედ ამ მიზეზების მრავალფეროვნების გამო გადავწყვიტეთ გვემუშავა ამ პრობლემის აღმოფხვრაზე რაც შეამცირებდა ქვეყანაში ამ პრობლემით გამოწვეულ ლეტალურ შედეგებს."- აქ მგონი უკეთესი იქნება თუ დააკონკრეტებთ იმ თემს, სადაც გეგმავთ ღონისძიებების ჩატარებას და დაწერეთ რომ ამა და ამ თემში შემცირდება ლეტალური შედეგები და არა ქვეყანაში. 5. პროექტის განხორციელების ვადები ბუნდოვანია და კიდევ ტრენინებს ვის ჩაუტარებთ, მხოლოდ მოსწავლეებს თუ მხოლოდ სტუდენტებს, ან რომელი თემის ახალგაზრდებს? დასაკონკრეტებელია. ​​წარმატებებს გისურვებთ!  

Réactions