კონცეფციის დამუშავების პროექტი

შესაძლოა გაგიჩნდეთ ელექტრონული მონაწილეობის პროექტის (eParticipation) არამკაფიოდ ფორმულირებული იდეა, რომლის რეალიზება გსურდათ, მაგალითად, არის საკითხი, რომელიც სასწრაფოდ უნდა განიხილოთ ახალგაზრდებთან. თუკი ანდა გგონიათ, რომ ახალგაზრდობა არასაკმარისადაა ჩართული, თქვენ კი ამის შეცვლა გინდათ და საკუთარ თავს ეკითხებით, როგორ შეიძლება ამის გაკეთება ეს სწორედ ისაა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „კონცეფციის დამუშავების ეტაპს“. მონაწილეობის პროექტის მოცემული საწყისი ეტაპი< მიუხედავად იმისა, არის ეს პროექტი ციფრული თუ ანალოგიური, ხშირად მცდარად არასათანადოდ ფასდება და მას მაღალი პრიორიტეტი არ ენიჭება. თუკი თქვენ გაქვთ მკაფიო წარმოდგენა პროექტის მიზანზე და მის შედეგზე, რომლის მიღწევაც გსურთ, მაშინ პროექტის მიზნების მიღწევის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება.

დაადგინეთ პროექტის რეალისტური მიზნები

საკუთარ თავს უნდა დაუსვათ შეკითხვა: რას უნდა მიაღწიოს პროექტმა? საბოლოო ჯამში , ეს დაკავშირებულია ზემოქმედებასთან. რაც უფრო მკაფიოდ და რეალისტურად შეძლებთ ამ მიზნების განსაზღვრას, მით გაგიადვილდებათ მონიშნოთ პროექტის საჭირო ეტაპები სასურველი შედეგის მისაღებად. ვინაიდან თქვენ დანამდვილებით მუშაობთ ელექტრონულ მონაწილეობასთან და კერძოდ, OPIN-თან, დარწმუნდით, რომ თქვენი მიზნების მიღწევა შეიძლება OPIN ფუნქციონალის დახმარებით.

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შექმნათ საცდელი სააღრიცხვო ჩანაწერი და ცოტათი ექსპერიმენტიც კი ჩაატაროთ შესაძლებლობებთან. აგრეთვე დაჟინებით გირჩევთ, გაეცნოთ სახელმძღვანელოში აღწერილ მითითებებს.

შექმნენით მონაწილეობის პროექტის გეგმა ა-დან ჰ-მდე

სიტყვა „ელექტრონული“ „ელექტრონულ მონაწილეობასთან“ კავშირში, ძირითადად, ნიშნავს თქვენი მონაწილეობის მეთოდს. პროექტის წარმატებული რეალიზაციისთვის აუცილებელია პროექტის მართვის ბრწყინვალე უნარ-ჩვევები — ისეთივე, როგორც მონაწილეობის ანალოგიური პროექტების რეალიზაციისას: თქვენ ცხადი წარმოდგენა უნდა გქონდეთ პროექტის მიზანზე, შედეგზე, რომლის მიღწევაც გინდათ მისი დახმარებით, და ნაღდი ბიუჯეტი. ეს ნიშნავს, რომ ახლა თქვენ მზად ხართ შექმნათ პროცესის მიახლოებითი გეგმა ა-დან ჰ-მდე, რომელიც< რაღა თქმა უნდა, უნდა შეესაბამებოდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

თავიდან სასურველია მომზადდეს პროექტის მოკლე აღწერილობა 2-3 გვერდზე. ამ აღწერაში შეიძლება ჩართოთ:

  • მიმოხილვითი ინფორმაცია პროექტის შესახებ
  • პროექტის კონცეფცია და მიზნები
  • მეთოდი (OPIN ანდა უფრო დეტალურად: როგორია OPIN-ის ფუნქციები და შესაძლოა, როგორ გეგმავთ მათ კომბინირებას სხვა დამატებით მეთოდებთან, როგორიცაა პირისპირ ჩატარებული ღონისძიებები)
  • ბიუჯეტი
  • ვადები

12 სასარგებლო რეკომენდაცია, რომელიც უნდა გვახსოვდეს კონცეფციის დამუშავების ეტაპზე

  1. მონაწილეობას სერიოზულად მიუდექით!
    არასდროს დასვათ შეკითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა არ გინდათ! თუკი პასუხი გაქვთ, ვალდებული ხართ სცადოთ ისარგებლოთ მისი სარგებლიანობით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. დაწვრილებით აქ.

  2. თქვენი ქმედებები ყოველთვის მიმართული უნდა იყოს ახალგაზრდობაზე!
    ეს ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვის უნდა ჩართოთ და გაითვალისწინოთ ახალგაზრდობის პერსპექტივები პროექტთან მიმართებაში გადაწყვეტილებების მიღებისას. ჩართეთ ახალგაზრდობა თქვენს გუნდში თავიდანვე და ყოველი ეტაპის მიმდინარეობისას!

  3. თავიდანვე მკაფიოდ განსაზღვრეთ მიზნები
    პროექტის მიზნის სწორად დასადგენად, თქვენ უნდა გაიგოთ და შეადგინოთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გეგმა, რომელშიც გინდათ ახალგაზრდების ჩართვა. დაწვრილებით აქ.

  4. დაადგინეთ პროექტის რეალისტური მიზნები
    რაც უფრო ზუსტად და რეალისტურად შეძლებთ მიზნების განსაზღვრას, მით უფრო გაგიადვილდებათ პროექტის საჭირო ეტაპების განსაზღვრა, რათა მიაღწიოთ სასურველ შედეგს. დაწვრილებით აქ

  5. მკაფიოდ განსაზღვრეთ საკუთარი ფუნქციები
    დამხმარეს როლში, მაგალითად, ახალგაზრდობის ელექტრონული მონაწილეობის პროცესში, თქვენ უნდა მოქმედებდეთ, როგორც „პატიოსანი შუამავალი“ და არ ისწრაფოდეთ კონკრეტული შედეგისკენ. როგორც პატიოსანი შუამავალი, თქვენ მიუკერძოებელი უნდა ჩანდეთ როგორც ახალგაზრდების, ისე გადაწყვეტილებების მიმღები პირების თვალში.

  6. ჩართეთ გეგმაში ახალგაზრდა მონაწილეები
    მეორე, განსახილველად უმნიშვნელოვანესი საკითხი მდგომარეობს იმაში, ახალგაზრდა მონაწილეების ჯგუფი უნდა წარმოადგენდეს თუ არა ყველა ახალგაზრდას, მაგალითად, თქვენს ქალაქში. პროექტში წარმომადგენლობით — დაბალანსებული ახალგაზრდების ჯგუფის მონაწილეობა შედეგებს პოლიტიკურად უფრო დასაშვებს გახდის. დაწვრილებით აქ.

  7. ჩართეთ გეგმაში თქვენი მომხრეები, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება
    თუნდაც სულ თავიდან გადაწყვეტილების მიღების უნარი ეხმარებოდა თქვენს პროექტს, ჯერ კიდევ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანების ჩართვას, რომლებიც მართლა გიჭერენ მხარს. დაწვრილებით აქ.

  8. უზრუნველყავით თქვენი პროექტის რესურსები
    ადამიანური და ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა — კონკრეტულ გარემოებებზე დამოკიდებული ამოცანაა. სტარტისთვის ერთი ძალიან ხელსაყრელი ხერხია — მიმართოთ ეროვნულ (საინფორმაციო) საბჭოს ახალგაზრდობის საკითხებზე. მას აქვს რეკომენდაციების გაცემის გამოცდილება მსგავს საკითხებზე და სხვებზე უკეთ იცის ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდობის მონაწილეობის პირობების შესახებ. დაწვრილებით აქ.

  9. დააინტერესეთ ახალგაზრდობა პროექტის კონცეფციით
    თქვენ უნდა დატესტოთ პროექტის პირვანდელი კონცეფცია მიზნობრივ ჯგუფზე, უფლება მისცეთ ამ ჯგუფს გააკრიტიკოს ეს კონცეფცია და სთხოვოთ, შეიტანოს თავისი წვლილი. ეს საშუალებას მოგცემთ თავი აარიდოთ უინტერესო კონცეფციის ჩამოყალიბებას და წარადგინოთ პროექტი, რომელშიც ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებდნენ ფაქტიურად მისი რეალიზაციისას. დაწვრილებით აქ.

  10. მოიზიდეთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება
    აგრეთვე უნდა დატესტოთ კონცეფცია თქვენს მომხრეებზე, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება, და მისცეთ მათ საშუალება, წარადგინონ უკუკავშირი. დაწვრილებით აქ.

  11. განაახლეთ პროექტის გეგმა
    და განიხილეთ იგი ახალგაზრდა წარმომადგენლებთან და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან. ჯერ ერთი, ეს უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას, მეორეც, ორივე ჯგუფი, თუ გაუმართლებთ, დაინახავს, რომ თქვენ მათ უსმენდით. დაწვრილებით აქ.

  12. ჩართეთ შეფასება პროექტის ყოველ ეტაპში
    ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუკი პროექტი დიდხანს გაგრძელდა. მთავარი შეკითხვები, რომელიც საკუთარ თავს (და შენს გუნდს) უნდა დაუსვა: რა წავიდა კარგად? რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად? დაწვრილებით აქ.

ამ ვებსაიტზე განთავსებული ყველა ტექსტი და რესურსი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ Erasmus+ პროექტი DIGY-ის ფარგლებში და გამოქვეყნებულია შემდეგი ლიცენზიით: 

License and Logos long

გაეცანით მონაწილეობის სხვა ეტაპებს