მომზადების ეტაპი

მოცემული ეტაპი — ესაა პროექტის რეალიზაციის პირველი ნაბიჯი, რომელიც თქვენ დაახლოებით დაგეგმეთ კონცეფციის დამუშავების ეტაპზე. მომზადების ეტაპი ხშირად ითხოვს ყველაზე მეტ დროს, ამიტომაც გამოყავით საკმარისი დრო, რათა ყველაფერი მოამზადოთ მონაწილეობის ეტაპისთვის.

დაგეგმეთ დეტალები

მოცემულ ეტაპზე თქვენ უფრო მეტად უნდა დაამუშაოთ დეტალები. განსაზღვრეთ, ჩაატარებთ თუ არა მოკლე პროექტს OPIN-ზე თუ უფრო ხანგრძლივ მონაწილეობის პროცესს OPIN-ზე ოფლაინ-ღონისძიებებთან (ქსელის გარეშე ჩატარებული ღონისძიებები) ერთად. შეარჩიეთ OPIN ფუნქცია, რომლის გამოყენებაც გინდათ და გაეცანით OPIN პროექტის გარემოს, რაც ბევრ შესაძლებლობას გთავაზობთ, როგორიცაა პროექტის შესახებ საბაზო წინასწარი ინფორმაციის წარდგენა, ოფლაინ ღონისძიებების შედეგების ჩატვირთვა და ბევრი სხვა. ჩვენ გირჩევთ წაიკითხოთ სახელმძღვანელო OPIN და ჩაუშვათ საცდელი პროექტი თქვენივე გუნდით. იხილეთ აქ.

გააქტიურეთ ხალხი

თქვენ გაქვთ კარგი იდეა, თქვენ იცნობთ თქვენ გადაწყვეტილების მიმღებ პიროვნებებს და დააფყძნეთ თქვენი პროექტი. რა არაა საკმარისი? ახალგაზრდა მონაწილეები! ზოგჯერ ძნელია კონტაქტში შესვლა და დაკავშირება. შეეცადეთ შექმნათ პატრნიორობები, მაგალითად, სკოლებთან ანდა ახლაგაზრდულ კლუბებთან. ეს დაგეხმარებათ ახალგაზრდა მონაწილეების ჩართვაში ადრეულ ეტაპზე.

მოუსმინეთ ჩვენს პოდკასტს თემაზე „ახალგაზრდობა“:

წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას „DiGY“. მოცემულ ეპიზოდში ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა გამოცდილებისა და განათლების მქონე ახალგაზრდების მონაწილეობის პროცესში ინტეგრაციის საუკეთესო ხერხებზე. დღეს ჩვენი სტუმარია — დოქტორი ალისია პავლიუჩუკი, მკვლევარი და ძალიან აქტიური ექსპერტი ციფრული ტექნოლოგიების მისაწვდომობის ამაღლებაში.

10 სასარგებლო რეკომენდაცია, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ კონცეფციის შემუშავების ეტაპის დროს

  1. ჩამოაყალიბეთ ბრწყინვალე საპროექტო გუნდი
    ყველაზე მნიშვნელოვანია — გუნდის წევრების არა ფაქტიური რაოდენობა, არამედ გუნდში საჭირო კვალიფიკაციის არსებობა. დაწვრილებით აქ.

  2. იფიქრეთ შედეგების შეგროვების ფორმატზე
    აქ მნიშვნელოვანია ასახოთ და გაითვალიწინოთ გადაწყვეტილებების მიმღები პირების სურვილი. ამიტომაც იფიქრეთ იმ გადაწყვეტილებების მოძებნაზე მონაცემების შესაგროვებლად უფრო სტრუქტურირებული და სასარგებლო გზით.

  3. დასვით სწორი შეკითხვები შესაბამის სიტუაციებში
    მთლიანობაში არსებობს შეკითხვების ორი სახეობა: თუკი თქვენ გინდათ შეაგროვოთ ზოგადი ინფორმაცია საგანზე და გაითავისოთ სხვების თვალსაზრისი, მაშინ დასვით ღია შეკითხვები (რომლებზეც არსებობს სხვადასხვა პასუხი). რომ მივიღოთ კონკრეტული ინფორმაცია, დასვით ღია შეკითხვები (რომლებზეც მხოლოდ ერთი პასუხია). დაწვრილებით აქ.

  4. შეარჩიეთ მიზნების მიღწევის შესაფერისი მეთოდები
    რეკომენდაციას გაძლევთ შეათავსოთ ონლაინ ფუქნქცია OPIN-ზე „პირისპირ“ ტიპის კომპონენტებთან. შესაძლებელია გაუშვათ მკაცრად ონალასინ-პროცესი, მაგრამ მთლიანობაში თქვენ გაზრდით ახალგაზრდობის ელექტრონული მონაწილეობის პროექტის წარმატებით ჩატარების შანსებს, თუკი გააერთიანებთ „პირისპირ“ ტიპის კომპონენტებს ონლაინ-ფუნქციებთან. დაწვრილებით აქ.
  5. შეიმუშავეთ უნიკალური სტრატეგია, რომ სახალხოდ იქცეთ
    თქვენ უკვე ჩართეთ გეგმაში ძირითადი მიზნობრივი ჯგუფები — ახალგაზრდები და გადაწყვეტილების მიმღები პირები — ახლა მხოლოდ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება ძირითად შეტყობინებებზე, რომელიც გინდათ გადაუგზავნოთ და ამ შეტყობინებების გადაგზავნის ხერხი. დაწვრილებით აქ.

  6. მიაწოდეთ ახალგაზრდა მონაწილეებს დაბალანსებული და ადვილად მისაწვდომი ინფორმაცია
    მასალებში აღწერილი უნდა იყოს სხვადასხვა ვარიანტების უპირატესობა და ნაკლი სხვადასხვა მონაწილის აზრით. ეს არის განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული დადებითი და უარყოფითი შეფასებების პრინციპი. დაწვრილებით აქ.

  7. ყურადღება მიაქციეთ პირისპირ ჩატარებული ღონისძიებების პრაქტიკულ ასპექტებს
    თუკი თქვენ დანიშნეთ ღონისძიებების თარიღი, აუცილებელია მისი ჩატარების ადგილის დაჯავშნაც. თუკი მნიშვნელოვანია ღონისძიების ჩატარება გარკვეულ ადგილას, მაგალითად, მუნიციპალიტეტის შენობაში, იქნებ უფრო მარტივია ჰკითხოთ, როდის იქნება ეს ადგილი თავისუფალი, შემდეგ კი განსაზღვროთ თარიღი. დაწვრილებით აქ.

  8. მოემზადეთ თანასაზოგადოების ონლაინ ხელმძღვანელობისთვის
    მონაწილეთა კეთილდღეობისთვის, თქვენ კარგად უნდა აკონტროლოთ, თუ რას აქვეყნებენ ახალგაზრდები. თქვენ უნდა წაშალოთ შეტყობინებები, რომლებშიც გახსნილია პერსონალური ინფორმაცია ან რომლებიც არ შეესაბამება ქცევის წესებს. თუკი თქვენ გადაწყვეტთ კონტენტის წაშლას, რაღა თქმა უნდა, ამის შესახებ უნდა შეატყობინოთ მომხმარებელს. დაწვრილებით აქ.

  9. გულდასმით დატესტეთ ელექტრონული მონაწილეობის პროცესი მის გაშვებამდე
    წესით, პროცესის ტესტირება და უკუკავშირის წარმოდგენა თქვენმა საპროექტო გუნდმაც უნდა შეძლოს , და ახალგაზრდა წარმომადგენლებმაც. დაწვრილებით აქ.

  10. კონფიდენციალობა და მონაცემთა დაცვა: OPIN — ეს უსაფრთხო მოედანია
    „Liquid Democracy“, რომელიც მართავს და ემსახურება opin.me-ს, იცავს ევროპულ კანონმდებლობას მონაცემთა დაცვის შესახებ. კერძოდ, „Liquid Democracy“ ასრულებს გერმანიის ფედერალური კანონის მოთხოვნებს მონაცემთა დაცვის შესახებ (BDSG). თუკი გინდათ, რომ არასრულწლოვანმა ბავშვებმა მონაწილეობა მიიღონ თქვენს პროექტში, მათი მშობლების თანხმობა უნდა მიიღოთ. არასრულწლოვანი ბავშვი — ესაა ბავშვი 18 წლამდე ასაკის. დაწვრილებით აქ.

ამ ვებსაიტზე განთავსებული ყველა ტექსტი და რესურსი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ Erasmus+ პროექტი DIGY-ის ფარგლებში და გამოქვეყნებულია შემდეგი ლიცენზიით:

License and Logos long

გადახედეთ მონაწილეობის სხვა ეტაპებს