პროექტების პოვნა და თვალის დევნება


როგორ ვიპოვო პროექტები?


არსებობთ თქვენთვის საინტერესო პროექტის პოვნის მრავალი შესაძლებლობა. ქვემოთ იხილეთ ამის ორი ვარიანტი და მიყევით მითითებულ ნაბიჯებს!


 ვარიანტი 1: უახლესი პროექტები OPIN-ზე

1. შედით გვერდზე www.opin.me

2. ჩამოყევით OPIN-ის მთავარ გვერდს, რომ ნახოთ უახლესი პროექტების კრებული.

3. დააჭირეთ თქვენთვის საინტერესო პროექტს.


ვარიანტი 2: პროექტებისა და ორგანიზაციების მიხედვით დახარისხებული პროექტები.

1. ზედა კოლონტიტულში დააჭირეთ ღილაკს მონაწილეობა.

2.ზედა მენიუში აირჩიეთ გსურთ OPIN-ზე არსებული ორგანიზაციების  თუ პროექტების სიის ხილვა.

3. ჩამოსაშლელ მენიუში, მარცხენა მხარეს შეგიძლიათ აირჩიოთ მოხდეს თუ არა ორგანიზაციების / პროექტების ანბანურად თუ აქტუალურობის მიხედვით დახარისხება. საძიებო ველში ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ ორგანიზაცია / პროექტი ან თემა.

4a) თუ აირჩიეთ ორგანიზაციის ხილვა:

დააჭირეთ თქვენთვის ნაცნობ და /ან საინტერესო ორგანიზაციას და ნახეთ მათ მიერ წარმოებული სხვადასხვა პროექტები და აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო პროექტი.

4b) თუ აირჩიეთ პროექტის ხილვა:

ჩაყევით პროექტის სიას და აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო პროექტი.


პროექტის ინიციატორი გადაწყვეტს, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს მონაწილეობის ეტაპი/ ეტაპები. თუ მონაწილეობის მიღებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, პროექტი გიჩვენებთ, კიდევ რამდენი დღის ან საათის განმავლობაში შეგიძლიათ მასში მონაწილეობის მიღება, მაგ.  „დარჩენლია 1 დღე“. თუ პროექტი უკვე დამთავრებულია გამოჩნდება ნიშანი  „დასრულებულია“.



როგორ ვადევნო თვალი პროექტებს?


თუ თქვენთვის საინტერესო პროექტში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ გსურთ შეტყობინება მიიღოთ, გაქვთ შესაძლებლობა თვალი ადევნოთ მათ. შეამოწმეთ ქვემოთ მოცემული ნაბიჯები და შეიტყვეთ რა უნდა მოიმოქმედოთ ამისთვის!

1. დააჭირეთ თქვენთვის საინტერესო პროექტს.

2. პროექტის დასახელების ქვეშ დააჭირეთ ღილაკს თვალის დევნება.

3. ამის შემდეგ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებთ შეტყობინებებს და უახლეს ინფორმაციას იმ პროექტის შესახებ, რომელსაც თქვენ თვალს ადევნებთ!

follow