ტექსტის განხილვის პროექტები

ახალგაზრდულ ეკოლოგიურ ორგანიზაციას სურს კლიმატური ცვლილებების შედეგების შესახებ ახალი პოზიციის გამომხატველი დოკუმენტის დაწერა და სურს წერის პროცესში ორგანიზაციის ყველა წევრის ჩართვა. OPIN გთავაზობთ კომპლექსური ტექსტების ერთად დაწერის და განხილვის შესაძლებლობას, ტექსტის შექმნის გასაუმჯობესებლად და მისი გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით.

 ამ ტიპის პროექტებში მომხმარებლებს, მათი როლიდან გამომდინარე, შეუძლიათ გამოიჩინონ აქტივობა ორ ეტაპზე:

 1. ეტაპი: პარაგრაფების დამატების საშუალებით, ინიციატორს და დანიშნულ მოდერატორებს შეუძლიათ ტექსტის ერთად შექმნა.

2. ეტაპი: ყველა მომხმარებელს შეუძლია კომენტირება გაუკეთოს თოთოეულ პარაგრაფს ან მთლიან ტექსტს და დაეთანხმოს / ან არ დაეთანხმოს სხვადასხვა კომენტარს.

 პროექტის ინიციატორს შეუძლია გადაწყვიტოს რამდენი დღე / კვირა გასტანს თითოეული ეტაპი. შემდგომ ყველას შეუძლია კომენტირებული ტექსტის შემოწმება და იმის ხილვა, თუ რამდენმა მომხმარებელმა მისცა ან არ მისცა ხმა თითოეულ კომენტარს.


text review