პრობლემა: მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქობულეთში არ არის მრავალი სპორტის სახეობა განვითარებული და არ არის შესაბამისი ადგილები გამოყოფილი მოხალისეთათვის რომლებსაც სურთ სხვადასხვა სპორტის სახეობის განვითარება.
შედეგი: ამ პრობლემიდან გამომდინარე ახალგაზრდები ნაკლებად არიან ჩართულები სხვადახვა სპორტის სახეობებში და მათ არ აქვთ საშუალება განვითარდნენ ამა თუ იმ სპორტის სახეობებში და აქედან გამომდინარე ისევდაისევ ანებებენ თავს ამ სპორტის სახეობას, რომელსაც მივყავართ ისევ შემდეგ შედეგთან, რომელიც გამოიხატება ახალგაზრდების სპორტთან დაკავშირებით ნაკლებ ყურადღებასა და ჩართულობაში. აქედან კი გამომდინარეობს საბოლოო შეედგი, რომელიც არის ნაკლებად ჯანსაღი ცხოვრებით დაკავებული ახალგაზრდები.
პრობლემის გადაჭრის ხერხი: ამ პრობლემის გადაჭრაში კი დაგვეხმარება ქობულეთში ისეთი გარემოს დანერგვა რომელიც მისცემს ახალგაზრდების სპორტის მხრივ განვითარების საშუალებას და დაეხმარება მათ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებაში.