ახალგაზრდებს უამრავი იდეა და განსაკუთრებული აზროვნება აქვთ. ზოგს ეშინია საკუთარი აზრის დაფიქსირების, მაგრამ ვინც ლაპარაკობს, სამწუხაროდ, ხშირად არ უსმენენ და ეუბნებიან "ჯერ გამოუცდელი ხარ, არაფერი იცი", შემდეგ კი ბევრი ნებდება და "აზროვნებას წყვეტს", რადგან მის გვერდით არავინაა, რომ მოუსმინოს.
ამიტომ, ვფიქრობ, საჭიროა ქობულეთში იყოს ისეთი ადგილი, სადაც ახალგაზრდები მივლენ, იდეებს გაცვლიან, წიგნს წაიკითხავენ, ფილმს უყურებენ, დღევანდელ პრობლემებზე იმსჯელებენ, ჩაატარებენ ტრენინგებს და ისაუბრებენ სხვა საინტერესო და აუცილებელ პრობლემებსა თუ მოვლენებზე.
"ახალგაზრდული კუთხე" ახალგაზრდებს დაეხმარება შიშის დაძლევასა და საკუთარი აზრის დაფიქსირებაში. მისცემს მოტივაციას, ახალ მეგობრებს, ძალას იმისა, რომ სულ უნდა იაზროვნონ და შეცვალონ/შეიცვალონ უკეთესობისკენ.