ინფორმაციის ნაკლებობა ახალგაზრდებში

განათლება და ახალგაზრდების ინფორმირება

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც ქობულეთელი ახალგაზრდები დგანან, არის ინფორმაციის ნაკლებობა. რაც სხვადასხვა მიზეზებით არის გამოწვეული:  1.ახალგაზრდები არ არიან ჩართულნი მუნიციპალიტეტის საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 2. არ არიან ინფორმირებულნი მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდული პროგრამებისა და სერვისების შესახებ(სპორტული, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები), ისიც კი არ იციან თუ საიდან უნდა მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. 3. ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა. 4. მოტივაციის ნაკლებობა, რაც გამოწვეულია საინფორმაციო შეხვედრების სიმცირით.  5. სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ნაკლები დაინტერესება ქობულეთელი ახალგაზრდებით.  6. ახალგაზრდებს  არ აქვთ ინფორმაცია ისეთი სასწავლო შესაძლებლობების შესახებ, როგორიცაა : საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება, მოხალისეობა.

Commenti