კითხვა/დაზუსტება

მოგესალმებით! მივესალმები იმ, ფაქტს, რომ დაინტერესებული ხართ ახალგაზრდების წიგნიერების ამაღლებით. რაც, შეეხება თქვენს მიერ წარმოდგენილ იდეას, მაქვს რამოდენიმე შეკითხვა. პირველი მდგომარეობს შემდეგში: გამოიკითხეთ თუ არა ის კონკრეტული ფოკუს ჯგუფი იმის შესახებ, თუ ვინ არის მათვის აქტუალური პოეტი თუ მწერალი, რამდენად თანმხმდება თქვენი ინტერესები და მათი მოლოდინები?. მეორე: რას გულისხმობთ ტრენინგ-სემინარებში, ეს იქნება რაიმე ინოვაციური თუ სტანდარტული? თვლით, რომ ტრენინგიდან, ან სემინარიდან გამოსულ ადამიანს გაუჩნდება რეალური სურვილი დაინტერესდეს ლიტერატურით ? მესამე: თქვენი მოლოდინები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ხანგრძლივვადიანია თუ მოკლევადიანი? რა გათვლას აკეთებთ?

Commenti