"სამ დღეში?"

"სამ დღეში? "  კითხვა რომელიც იქცა ჩვენი იდეის გამოხატულებად, მოიცავს სამდღიან ინტენსიურ ტრენინგ-კურსს ხაშურში. საინტერესოა, რა შეიძლება შეცვალოს სამმა დღემ?

-ახალგაზრდების სკეპტიკური დამოკიდებულება, სამოქალაქო ჩართულობაში.

ჩვენი სამიზნე ჯგუფია მე-10-12 კლასის მოსწავლეები და სტუდენტები, ხაშურის მუნიციპალიტეტისა და ახლომდებარე სოფლებიდან. 

დღე პირველი - ტრენინგის თემა: "მონაწილეობის ფორმები"

ახალგაზრდები  მიიღებენ ინფორმაციას მონაწილეობის სხვადასხვა ფორმაზე. იმაზე თუ როგორ შეიძლება ეფექტურად ჩაერთონ სოციალურად მნიშვნელოვანი პროცესების მიმდინარეობასა და მათ მართვაში, იმის გათვალისწინებით, თუ მონაწილეობის რომელ ფორმას საჭიროებს ესა თუ ის პროეცესი. 

დღე მეორე - პრაქტიკული სავარჯიშო: "მონაწილეობა"

იმიტირებული პროცესი-ახალგაზრდების ეფექტური მონაწილეობა გადაწყეტილების მიღების პროცესში (როლური თამაში).  

დღე მესამე - საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება. 

შეხვედრა პროექტში მონაწილე ახალგაზრდებთან, მათთან ერთად გეგმის შემუშავება, საინიციატივო  ჯგუფის შექმნისათვის საჭირო რესურსების მოსაძიებლად.  

სამდღიანი აქტივობის მიზანი მუხტის გაჩენა და საბოლოოდ რაიონში საინიციატივო გუნდის ჩამოყალიბების წახალისებაა, რომელიც გააგრძელებს მუშაობას არაფორმალური განათლების მიმართულებით. 

მონაწილეთა რაოდენობა-20 

სატრენინგე ადგილი და ინვენტარი - ვითანამშრომლებთ ადგილობრივ ბიბლიოთეკასთან. 

სოფლებიდან მონაწილეთა ტრანსპორტირებისთვის ვითანამშრომლებთ მერიასთან. 

ფინანსური მხარდაჭერა გვჭირდება შემდეგი კომპონენტების დასაკმაყოფილებლად:

1. საკანცელარიო ნივთები 

2. კვება

3. ტრენერების ჰონორარი და მათი ტრანსპორტირება

 

 

 

Commenti