სპორტი ჩვენს სოფელში

გამომდინარე იქიდან, რომ სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლას არ აქვს სპორტდარბაზი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით,  უინტერესო ხდება სპორტის გაკვეთილები, ახალგაზრდები უარს ამბობენ ჩართულობაზე, ეკარგებათ სურვილი იმისა, რომ დაკავდნენ სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრებით, იკარგება პროფესიონალი კადრები, ისინი ვისაც აქვთ სურვილი და შესაბამისი უნარები, რომ დაკავდნენ სპორტით და შეიტანონ წვლილი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაში, რაც ისევ და ისევ ზიანს აყენებს სკოლასა და მის განვითარებას ამა თუ იმ სფეროში, სპორტ დარბაზის არ არსებობა ახალგაზრდებს უკარგავს მოტივაციას ჩაერთონ საგანმანაღლებლო პროცესებში, რადგან არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მხოლოდ სპორტი აინტერესებთ და მათი მოტივაციის წყარო სპორტული ცხოვრებაა.

   შესაბამისად იმისათვის, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას ძალიან კარგი და სასიამოვნო იქნება თუ სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლას ექნება სპორტდარბაზი, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ინვენტარით, სადაც შესაძლებელი იქნება სპორტის ყველა აქტუალური სახეობის რეალიზება და ყველა ახალგაზრდის ინტერესი იქნება გათვალისწინებული, სპორტდარბაზი მოტივაციას გაუზრდის ახალგაზრდებს სკოლისა და საგანმანათლებლო პროცესების მიმართ, ისინი მოახერხებენ მათი შესაძლებლობების რეალიზებასა და პრაქტიკაში დანერგვას, რაც სკოლასა და სოფელს მოუტანს წარმატებას და შემდეგ რათქმაუნდა მთელს მუნიციპალიტეტს.

სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლის გუნდი: ,,ჩემპიონი''

გუნდის წევრები: გიორგი კვინტრაძე, თორნიკე ხვიჩია, ლუკა ცეცხლაძე. 

Commenti