თბილი სახლი

მოგეხსენებათ რამდენად აქტუალურია ქუჩის ძაღლების თავშესაფარისა და პრობლემების თემა, შესაბამისად ეს თემა აქტუალურია ჩვენს სოფელშიც, რომელიც მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, სკოლის მიმდებარე ტერიტორიასა და ხალმხრავალ ადგილებში უამრავი ძაღლია, რომელიც საფრთხის შემქმნელია საზოგადოებისთვის, ან პირიქით საზოგადოება უქმნის მათ საფრთხეს, ბავშვებს ექმნებათ არაკომფორტული გარემო, ძაღლების დანახვა შიშს ჰგვრის მათ და სკოლის კედლებს როცა გამოცდებიან უწევთ დაბრკოლებების გადალახვა, ასევე ძაღლები განიცდიან ზეწოლას უფროსებისგან, ძალადობის მსხვერპლი ხდებიან ხოლმე, მაშინ როდესაც მშიერი თვალებით უცქერიან მათ.

   შესაბამისად ეს პრობლემა რომ აღმოიფხვრას საჭიროა სოფელს ჰქონდეს ცხოველთა თავშესაფარი, გამოიყოს შენობა, სადაც ძაღლებს ექნებათ თავისუფალი გარემო, თბილი კერა და საჭმელი, ამით საზოგადოებასაც დავამშვიდებთ, მოსწავლეებს აღარ ექნებათ დისკომფორტი გარეთ გამოსვლისას, ძაღლები აღარ იქნებიან ძალადობის მსხვერპლი, აღარ დაემუქრება მათ ჯანმრთელობას საფრთხე სიცივისა და შიმშილობის გამო, საზოგადოება ვალდებულია იზრუნოს მათზე.

სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლის გუნდი: ,,ფაუნა''

გუნდის წევრები: თათია ცეცხლაძე, სანდრა ათაბაგი

Commenti