შეცვალე ახალგაზრდების მომავალი

    დღესდღეობით საქართველოში მწავავედ დგას პრობლემა როგორიცაა ახალგაზრდების დასაქმება და მათი დაკავება სხვადასხვა აქტივობებით, ისინი დროის უმეტეს ნაწილს არა მიზნობრივად ხარჯავენ. სწორედ ამ დროს ისინი  ხდებიან აზარტული თამაშების  სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების თამბაქოს და ალკოჰოლური სასმელების მსხვერპლნი. ისინი ცუდ მაგალითს აძლევენ მათზე უმცროს თაობებს, სკოლის მოსწავლეებს და ხშირად ისინიც ხდებიან ზემოთ აღნიშნული საშუალებების მსხვერპლნი.  ეს პრობლემა  არანაკლებ მწვავედ დგას ჩემს სოფელშიც,   ბევრი ისეთი ახალგაზრდაა რომელიც დროის უმეტეს წაწილს ე.წ  „ბირჟაზე“ ატარებს, იქ კი მათდა უნებურად ხდებიან ნარკოტიკული საშუალებების მსხვერპლნი.  რთული ეკონომიკური ვითარების გამო მათი მშობლები მიდიან  საზღვარგარეთ  სამუშაოდ, ამიტომ ეს ახალგაზრდები მოკლებულნი არიან ოჯახურ სითბოსა და ყურადღებას, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ. ეს ახალგაზრდები არამარტო მათ ჯამრთელობას არამედ მათ გარშემო მყოფებსაც უქმნიან საფრთხეს.  ისინი განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას, არ არიან ჩართულნი სხვადასხვა აქტივობებში, არ არიან დასაქმებულნი სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ამ პრობლემის დაწყებისა.  ჩემი აზრით ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია  ამ ახალგაზრდების ჩართულობა მათთვის საინტერესო  პროექტებში თუმცა მანამდე უნდა მოხდეს მათი ცნობიერების ამაღლება.  საჭიროა შეიქმნას ისეთი დაწესებულებები როგორიცაა საფეხბურთო კლუბი, კალათბურთის კლუბი, სპორტული აქტივობები რომლითაც ისინი შეძლებენ დაკავდნენ და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ.   ალბათ თქვენც დამეთანხმებით რომ ამ პრობლემის მოგვარება აუცილებელია რათა ამ ახალგაზრდებმა  ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ფუჭად არ დაკარგონ და არც სხვა დანარჩენი ახალგაზრდების მომავალიც არ გაანადგურონ.  ეს  ახალგაზრდები ყოველ ღამით საკუთარ თავს შეეკითხებიან:  "აბა, მე დღეს ვის რა ვარგე"?.

Commenti