ჩვენს მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების პრობლემა.

სპორტი, დასვენება და ჯანდაცვა

 

       პრობლემა: უხარისხო და ნაკლები გარემო სპორტით დაკავებული ადამიანებისთვის.

შედეგები:1.სპორტით დაკავებული პიროვნება ვერ ახერხებს თავისი საქმის ხარისხიანად შესრულებას. (თუ რაიმეს კარგად გაკეთება გვინდა, შესაბამისად, გვჭირდება ხარისხიანი მომზადებაც).

2.სპორტის კულტურის განვითარებაში ხელისშემშლელი პირობები.

3.ახალგაზრდობის ნაკლები დაინტერესება და მათი არასაკმარისი მოტივაცია, დანერგონ საკუთარ ცხოვრებაში ცხოვრების ჯანსაღი წესი.რაც ხელს შეუშლის ზემოხსენებულ სპორტის კულტურის განვითარებას.

4.უსაფრთხოების ზომების არქონა.

გამომწვევი მიზეზები: მთავრობის უყურადღებობა;სპორტის კულტურის განვითარების შესახებ მოსახლეობის ზერელე დამოკიდებულება.

ახალგაზრდობის კვლევის შედეგად: 2020 წელს მოსახლეობის 30%-მა კითხვაზე თუ რატომ არ არიან დაინტერესებულები სპორტით, უპასუხეს შემდეგი, რომ არ არის საჭირო და საკმარისი ინფრასტრუქტურა, ინტერიერი და აღჭურვილობა.

 

 

Kommentarer