გორის საკრებულოს მოდელირება

როგორც ქვეყანაში, ასევე გორის მუნიციპალიტეტში დაბალია სამოქალაქო ჩართულობის დონე ახალგაზრდებში. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდები არ იყენებენ არსებულ ბერკეტებს, როგორიცაა საკრებულოს სხდომები და სხვა. 

ჩვენი მიზანია ახალგაზრდებში ნიჰილიზმის აღმოფხვრა და მათი გააქტიურება სამოქალაქო პროცესებში. მიზნის მისაღწევად ჩვენ გვეგმავთ საკრებულოს მოდელირებას ახალგაზრდებისთვის. პროექტის განმავლობაში ახალგაზრდები გაეცნობიან საკრებულოს მუშაობის პრინციპებს და იმუშაავებენ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემების შესახებ. გაეცნობიან და განიხილავენ პრობლემის მიზეზებს და მათი აღმოფხვრის გზებს.

რას გულისხმობს გორის საკრებულოს მოდელირება? პროექტი 3 დღის განმავლობაში ჩატარდება. პირველი ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები გადანაწილდებიან 4 კომიტეტში და შესაბამისს თემებზე იმუშავებენ. ყველა კომიტეტს ეყოლება ხელმძღვანელი და მათი დახმარებით, როგორც უკვე ავღნიშნეთ, იმუშავებენ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე და შეადგენენ რეზოლუციას შესრულებული სამუშაოს მიხედვით. მესამე დღეს გენერალურ ანსამბლეაზე განხილული იქნება შემუშავებული რეზოლუციები და ყველა მონაწილე ერთობლივად განიხილავს აღნიშნულ თემებს. გენერალურ ანსამბელაზე მოწვეული იქნებიან მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. 

პროექტის განხორციელებას სჭირდება არაუმეტეს 2 კვირისა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, პროექტი 3 დღის განმავლობაში იქნება, თუმცა წინასწარი საორგანიზაციზაციო სამუშაოების და პროექტის შემაჯამებელი აქტივობების ჩათვლით მაქსიმუმ 2 კვირა დასჭირდება. 

პროექტისთვის საჭირო რესურსებია ტრანსპორტირება მათთვის ვინც სოფლიდან ჩამოვა, რადგან შესაძლოა პროექტი გაგრძელდეს საღამომდე და მონაწილეები ვერ შეძლებენ მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას. ასევე საჭიროა საკანცელარიო ნივთები და კვების უზრუნველყოფა, რადგან მონაწილეებს მთელი დღის განმავლობაში მოუწევთ აქტივობებში მონაწილეობა. ამასთანავე გვაქვს კონტაქტები სხვა ორგანიზაციებთანაც, რომელებთანაც თანამშრომლობით შევძლებთ თანადაფინანსების მოპოვებას, რადგან პროექტი უფრო ეფექტური და შედეგიანი გამოვიდეს.

 

Kommentarer