შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) პირთა ჩართულობა

ადამიანის უფლებები

პრობლემა: შშმ პირები ,,კულისებში''

მიზეზები:

  • საზოგადოების არასასიამოვნო დამოკიდებულება შშმ პირების მიმართ;
  • ადაპტირებული გარემოს არქონა;
  • შშმ პირთა შიში საზოგადოების მიმართ;
  •  ნაკლები მოტივაცია მშობლებისგან;
  • უკონტაქტობა;
  • მათი აზრის უგულებელყოფა;
  • არასაკმარისი პირობები საგანმანათლებლო დაწესებულებებში; (განათლების მიღების შეზღუდვა)
  • არაფორმალური განათლების არ არსებობა;
  • მიუღებლობა;
  • უთანასწორობა;
  • საზოგადოების დაბალი თვითშეგნება;
  • დასაქმების პირობების შეუსაბამობა.

შედეგები:

ხშირად შშმ პირები რჩებიან ,,სცენის'' მიღმა, ,,კულისებში'',  ვერ პოულობენ ადგილს, სადაც იქნება შესაბამისი გარემო, გარემო, რომელიც იქნება მათზე მორგებული, ყოველივე ზემოთხსენებული პრობლემა იწვევს სავალალო შედეგებს, პირველ რიგში საზოგადოება აიძულებს შშმ პირებს ჩაიკეტონ ,,სახლში'', საკუთარ თავთან. საზოგადოების დაბალი თვითშეგნება ქმნის მთელ რიგ პრობლემებს შშმ პირთა ცხოვრებაში, ისინი ვერ იაზრებენ, რამდენად აზარალებენ თავიანთი დამოკიდებულებებით მათ. ადაპტირებული გარემოს არ ქონა იწვევს, საზოგადოების სრულფასოვანი წევრების დაკარგვას, რომელთა გონებრივ შესაძლებლობებს ხშირ შემთხვევაში ზღვარი არააქვთ, ჩვენ ვკარგავთ დიდ, ჯანსაღ პროდუქტს მათი სახით, მხოლოდ იმიტომ, რომ აქვთ გადაადგილების პრობლემა, ან განსხვავებული ფიზიკური მდგომარეობა. შშმ პირებს ეშინიათ საზოგადოების, რის გამოც რჩებიან სახლში, რაც იწვევს უკონტაქტობას, ჩაკეტილობას, საკუთარი თავის არ აღიარებას. არ არის საკმარისი დავაკმაყოფილოთ შშმ პირთა ფიზიოლოგიური მოთხოვნები, ისინი რჩებიან სიყვარულის, აღიარების, დაფასების, უსაფრთხო გარემოსა და თვითრეალიზაციის გარეშე. შშმ პირებს აკლიათ მოტივაცია ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებისგან, მშობლებისგან, ხშირად ისინი კარგავენ ნდობას მათ მიმართ, მათი აზრი რჩება კედელს მიღმა, რაც აკნინებს თავისუფალი აზრის გამოხატვის სურვილს და მათი მნიშვნელოვანი წინადადებები რჩება ,,თაროზე''. შშმ პირები ხანდახან რჩებიან განათლების გარეშე მათი მდგომარეობის გამო. ვერ იღებენ, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას, ხშირ შემთხვევაში არსიც კი არ იციან არაფორმალური განათლების. შევუზღუდოთ განათლება მდგომარეობის გამო, ეს ნიშნავს, დავკარგოთ ახალი ძალები განვითარების სფეროში და ვკარგავთ კიდეც. მიუღებლობა და უთანასწორო გარემო იწვევს შესაძლებლობების გამოყენების სურვილისა და მოტივაციის დაკარგვას, ღვივდება მტრული დამოკიდებულებები. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას ჰყავს შშმ პირები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი განათლება, რომ იყვნენ დასაქმებულნი გარკვეულ სფეროში, მაგრამ დამსაქმებელი მათ არ სთავაზობს მათზე მორგებულ გარემოს, შედეგი კი მარტივი აღსაქმელია, იკარგება კადრი, რომელსაც შეუძლია, საკუთარი გონებრივი შესაძლებლობებით შექმნას საუკეთესო პროდუქტი. ეს არის ყველაზე მწვავე შედეგები, რასაც იწვევს მთელი რიგი მიზეზებისა, საბოლოო შედეგია შშმ პირთა დაკარგვა, ისინი ვერ გრძნობენ მოქალაქეობას, არ იციან საკუთარი უფლებები, არ აქვთ გარემო, როგორც ბავშვებს, ასევე მოზარდებს. ბავშვებს სჭირდებათ შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, პარკში სეირნობისას მათ მხოლოდ სხვების გართობაზე ყურება უწევთ, რაც იწვევს უკმაყოფილობას საკუთარ ცხოვრებასთან და შესაძლებლობებთან, ,,რატომ არ ვგავარ სხვებს?'', ,,რატომ არ შემიძლია გავერთო ბავშვებთან?'' და ა.შ. ყველაზე სავალალო შედეგია მათი ფსიქოლოგიის დაზიანება, სტრესი, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას, აზიანებს ნერვულ სისტემას, ჩვენ მათ ვტოვებთ ,,კულისებში'', უსინათლოდ, არ ვწევთ ,,ფარდებს'',რაც ისევ ჩვენ გვაზიანებს.

 

 

 

 

 

 

Kommentarer