Info
გორის მუნიციპალიტეტის თემებში საგზაო უსაფრთხოების საკითხი მეტად მწვავედ დგას. ამ პრობლემის გამო ყოველწლიურად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა მატულობს . გადაჭარბებული სიჩქარე, სკოლებთან არარსებული ხელოვნური დამაბრკოლებელები, არასაკმარისი საგზაო ნიშნები , დაზიანებული ზერტი- კირბალის დამაკავშირებელი ხიდი, ასევე , საგზაო უსაფრთხოების შესახებ განათლების და კულტურის მეტად დაბალი დონე წარმოადგენს აღნიშნული მდგომარეობის გამომწვევ და დამამძიმებელ ფაქტორებს.
ატენის, ზერტის და დიცის თემში საგზაო უსფრთხოების ხელშეწყობის მიზნით პროექტის ფარგლებში იგეგმება:
- ადვოკატირების კამპანია შესაბამის უწყებებთან საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვა/მონტაჟისთვის
- მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით
სამიზნე თემებში დაიდგმება საგზაო ნიშნები, ჯებირები, დამონტაჟდება ე.წ.მწოლიარე პოლიციელები, დაიხაზება ზებრები, შეკეთდება ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი
მოძრაობის საგზაო წესების საკითხებში მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის ხელშეწყობისთვის სხვადასახვა ასაკობრივი და სოციალური სტატუსის მქონე ჯგუფებისთვის გაიმართება ტრენინგ/სემინარები