ტრენინგცენტრი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მრავალი ორგანიზაცია არის და ამას გარდა მრავალ სოფელში არის სხვადასხვა კლუბები, რომლებშიც ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულნი. ხშირად ახალგაზრდებს სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრების გამართვა სურთ, უნდათ ჩაატარონ მეტად საინფორმაციო თემებზე ტრენინგები მაგრამ ხშირად იმიტომ იკარგება ეს ედეები, რომ არ არის ისეთი სივრცე სადაც შეძლებენ შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარებას, ასევე თუ მაინც მოახერხეს სადმე გამონახონ ადგილი და ჩაატარონ ტრენინგი ამ ინფორმაციას აზიარებენ სოციალურ ქსელებში ინტერესდებიან სხვა სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები მაგრამ ვერ ესწრებიან ადგილის სიშორის გამო. ქალაქში ძირითადად ყველაზე მისაწვდომია შეხვერებისა და ტრენინგების ჩატარება ამიტომ სასურველი და მეტად კარგი იქნება თუ ქობულეთში ერთ-ერთ მისაწვდომ ადგილას გაიხსნება ტრენინგცენტრი და ახალგაზრდები თავისუფლად შეძლებენ ჩაატარონ შეხვედრები და ტრენინგები.

Kommentare