უკუკავშირი

Tamta Moderator*in

იდეა თავისთავად საინტერესო და აქტუალურია. გასათვალისწინებელია რომ პროექტის განსახორციელებლად დონორი და დაინტერესებული ნებისმიერი ორგანიზაცია მოითხოვს პრობლემის საფუძვლიან დასაბუთებას. ამისთვის სასურველია კარგად გაწეროთ შემდეგი პუნქტდები:

1. პრობლემის აქტუალურობა - ამისთვის და ასევე ადვოკატირების დაწყებამდე კარგი იქნება ჩაატაროთ მცირე ფოკუს ჯგუფ-ინტერვიუ იმ სოფლების სკოლების მოსაწავლეებთან რომლებსაც სურთ ჩართული იყვნენ სპორტულ აქტივობებში და დარბაზების არარსებობის ან საავარიო მდგომარეობაში ყოფნის გამო ვერ ერთვებიან. მათ საჭიროებებზე დაყრდნობით ასევე მოიკვლევდით რომელი სახეობის სპორტია ყველაზე სასურველი და პოპულარული ადგილობრივ თემში და იმ მიმართულებით ჩაატარებდით სპორტულ ღონისძიებებსაც. ასევე ადვოკატირებისას, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს კონკრეტული ,,ბენეფიციარების" საჭიროებებს გაუჟღერებთ და მათი საჭიროებების გაჟღერებას შეძლებთ.

2. ველო-მარათონის ორგანიზებისათვის სავარაუდოდ დაგჭირდებათ მოლაპარაკებების წარმოება ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან. საჭირო იქნება გარკვეულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძღაობის შეზღუდვა და შესაბამისი ნებართვის მოპოვება. ასევე კარგი იქნება თუ ამ ღონისძიებას ერთგვარ სოციალური კამპანიის სახეს მისცემთ და კერძო სექტორთან დაიწყებთ მოლაპარაკებებს მხარდასაჭრერად: გამარჯვებულისთვის(მონაწილეებისთვის) სიმბოლური პრიზ(ებ)ი, გამაგრილებელი სასმენელი ა.შ.

3. „საგანმანათლებლო კურსი ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად" -  ვინ არის სამიზნე აუდიტორია, რამდენ პირდაპირ და არაპირდაპირ ბენეფიციარზე აპირებთ გასვლას, როდიდან როდემდე, რა თემაზე... ძალიან ზოგადად წერია და დასაკონკრეტებელია.

 

ბოლოს რა არის მოსალოდნელი შედეგები, რისკები, ბიუჯეტი

 

კარგები ხართ

წარმატებები

Kommentare