არაფორმალური ფესტივალი

ვინაიდან და რადგანაც ჩვენ მთავარ გამოწვევად ვაქციეთ ინფორმაციული დეფიციტი არაფორმალური განათლების მხრივ ახალგაზრდებში (და არა მხოლოდ), გადავწყვიტეთ ამის მოსაგვარებლად იმ იდეის შემუშავება, რომელიც დაგვეხმარებოდა მაქსიმალურად აღმოგვეფხრა არსებული ბარიერი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოვაწყოთ ფესტივალი, არა ღვინის, არა ფილმების, არამედ არაფორმალური, შემეცნებითი, გასართობი და ინფორმაციულობით გაჯერებული ფესტივალი, რომელიც თავისივე ვიზუალური კრეატიულობით და ინოვაციურობით მიიზიდავდა ბავშვს, თინეიჯერს, სტუდენტს, მასწავლებელს და თქვენ წარმოიდგინეთ მშობლებსაც კი, რომელთა როლიც ასეთი მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის ცხოვრებაში. სწორედ ეს ფესტივალი შექმნიდა გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობდა ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, ახალგაზრდულ ცენტრებს და უბრალოდ მოხალისეებს ინფორმაციულ კორიანტელში მიეწოდებინა მოსახლეობისთვის ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებიც მორგებულია მათ პიროვნულ განვითარებაზე. 

Comments