Information
ვიდრე ახალგაზრდებს მოვიწვევთ საკუთარი აზრი გამოხატონ რაიმე საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ მოხდეს საკითხის სწორად განსაზღვრა. საკითხის განსაზღვრაში იგულისხმება არსებული ორგანიზაციული გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესწავლის საფუძველზე ახალგაზრდების ჩართულობის შესაძლებლობების აღმოჩენა. მაგალითად, მუნიციპალიტეტი გეგმავს სარეკრეაციო სივრცის მოწყობას და ამისათვის იწვევს ოპინზე ახალგაზრდებს, რათა გაიგოს თუ რა სახის ინფრასტრუქტურის განთავსება არის მათთვის საინტერესო. სხვა მაგალითი შეიძლება იყო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომდევნო წლის პრიორიტეტული საკითხის გამოვლენა ადვოკატირებისთვის.
ამ შემთხვევაში ამოცანას წარმოადგენს თითოეულმა ორგანიზაციამ განსაზღვროს ის საკთხი, რომლის გადაწყვეტილების პროცესში მოხდება ახალგაზრდების ჩართვა.