ახალგაზრდების ხელშეწყობა

განათლება და ახალგაზრდების ინფორმირება

პრობლემა 1 :  ახალგაზრდული სივრცის არარსებობა. 

იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ახალგაზრდების პრობლემების მოძიება, ახალგაზრდებს შორის კომუნიკაცია, ერთმანეთში აზრების, იდეების და შეხედულებების გაცვლა, საჭიროა სივრცე, სადაც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ახალგაზრდები მოახერხებენ შეხვედრას და დისკუსიის გამართვას. ამასთანავე, ამ სივრცეს ახალგაზრდები გამოიყენებენ თავიანთი ინტერესებისამებრ. მაგალითად : მოეწყობა ლიტერატურული საღამოები, შეჯიბრებები, ფილმების განხილვა, პროექტების დაგეგმვა ა.შ. 

შედეგი : ერთმანეთის პრობლემების უკეთ გაგება, ახალი ინფორმაციის მიღება, საერთო ინტერესების მქონე ახალგაზრდების გაერთიანება და ერთმანეთის დახმარება. 

გამომწვევი მიზეზი : 1. ახალგაზრდებმა არ იციან, რომ მათ აქვთ მსგავსი სივრცის მოთხოვნის უფლება. 2. ადგილობრივი ორგანოების მხრიდან ნაკლები აქტიურობა მსგავსი გაერთიანებების ჩამოყალიბების საქმეში. 

 

პრობლემა 2 : სკოლის ასაკის ( არამარტო) ახალგაზრდებში სხვადასხვა პროფესიის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა.

მოსწავლეები, განსაკუთრებით კი დამამთავრებელი კლასის ახალგაზრდები განიცდიან გაურკვევლობას პროფესიის არჩევის დროს. ზოგს საკუთარი თავი ვერცერთ სფეროში ვერ წარმოუდგენია, ეს კი ჩემი აზრით, სწორედ სხვადასხვა პროფესიების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული.

შედეგი : ახალგაზრდები არ არიან დაინტერესებული განათლების მიღების გაგრძელებით, რაც რიგ პრობლემებს იწვევს : უმუშევრობა, თავის ვერ დამკვიდრება საზოგადოებაში და გარიყულობის გრძნობა. 

გამომწვევი მიზეზი ; მსგავს თემებზე საინფორმაციო შეხვედრების არარსებობა. 

Komentarji