beendet

სპორტი - ჯანსაღი ცხოვრების საწინდარი

გორის მუნიციპალიტეტის სოფ.ატენის, ქორდისა და ხელთუბნის ახალგაზრდების დაინტერესება/ჩართვა სპორტულ ღონისძიებებსა და აქტივობებში.

Zeitleiste

Information

 1. პრობლემის აღწერა:  გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ქორდი, ხელთუბანი, ქვეში, ატენი) მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდები, ხელისშემშლელი გარემო-პირობების გამო,  ვერ ახერხებენ აქტიურად  დაკავდნენ სპორტით. აღნიშნული სოფლებიდან მხოლოდ ხელთუბანში არის სპორტული მოედანი, სადაც გაუმართავია სპორტული ინფრასტრუქტურა და საჭიროებს რესტავრაციას. აუცილებელია, რომ მომზადდეს აღნიშნული მოედნის რესტავრაციის პროექტი და მოხდეს ადვოკატირება ადგილობრივ ხელისუფლებასთან და პოტენციურ დონორებთან. ჩამოთვლილ სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს აქვთ თავისუფალი დროის სწორად ორგანიზების პრობლემა. მოზარდებში ასევე დაბალია ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.   გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ 13-20 წლის ასაკის ახალგაზრდების დიდ ნაწილს სპორტული ინფრასტრუქტურის პრობლემა აწუხებს.  გამოკითხვამ აჩვენა, რომ სპორტის სახეობათაგან მათ ყველაზე მეტად მოსწონთ ფეხბურთი და მონაწილეობას მიიღებდნენ ფეხბურთის ჩემპიონატში და მარათონში (სირბილში) . ხოლო გამოკითხულთან ყველამ დააფიქსირა პასუხი, რომ მონაწილეობას მიიღებდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ საინფორმაციო კამპანიასა და საჯარო ლექციებში. 

2.  პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ქორდი, ხელთუბანი, ქვეში, ატენი) მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ადგილობრივი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ხელშეწყობა.

3. მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, აღნიშნული პროექტის განხორციელება  ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსწავლე-ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მათ აქტიურ ჩართულობას სპორტულ აქტივობებში. ფეხბურთსა და მართონში მონაწილეობა კიდევ უფრო გაზრდის მათ ინტერესს სპორტისადმი.  პროექტის განხორციელების შედეგად, სპორტული აქტივობებსა და ლექცია-სემინარების საშუალებით გაზრდება 100–ამდე ახალგაზრდის ინფორმირებულობა ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, რაც ასევე, მათ შესაძლებლობას მისცემს თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება მოახდინონ.  ჩატარებული ადვოკატირების კამპანიის შედეგად, მოხდება ადგილობრივ ხელისუფლებისა და პოტენციური დონორების ინფორმირება, ადგილობრივი სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმართაობისა და  პრობლემის მოგვარებაში მათი როლის შესახებ. მათ  მიეწოდებათ სპორტული მოედნის რესტავრაციისთვის საჭირო მალასებისა და ხარჯთაღრიცხვის პროექტი. აღნიშნული პროექტი მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს დაინახონ და უფრო გააცნობიერონ თავიანთი როლი საზოგადოებისთვის პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად.  

Danke für deine Teilnahme!

Dieses Projekt ist bereits vorbei. Vielen Dank, an alle, die mitgemacht haben.

რეკომენდაციების მიღების ფაზა

ჩვენ მზად ვართ მივიღოთ თქვენგან რეკომენდაციები რჩევები და კონსულტაციები

შედეგად გარემონტდება და კეთილმოეწყობა ატენის სკოლის სპორტდარბაზი

ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან სპორტულ აქტივობებში, გაუმჯობესდება ცოდნა ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებლობაზე.

 ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება გამოიყენონ დრო პროდუქტიულად და სასარგებლოდ.

 


andere Projekte dieser Organisation