dokončano

OPIN-ის საერთაშორისო ბანაკი

Erasmus + პროგრამა იძლევა შესაძლებლობას დაფინანსება მივიღოთ, საერთაშორისო ბანაკის დასაორგანიზებლად, იმ ახალგაზრდებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით, რომელთაც შეხება ჰქონდათ OPIN-ის პლატფორმასთან.

Časovnica

informacije

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის აღწერა

პროგრამა იძლევა საშუალებას, სულ მცირე ორი სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს შორის, შედგეს შეხვედრა რაიმე ღონისძიების განსახორციელებლად. შეხვედრის დროს, მონაწილეები საკუთარი ჯგუფის ლიდერებთან ერთად, ახორციელებენ წინასწარ შემუშავებულ სამუშაო პროგრამას (ვორკშოპებს, სავარჯიშოებს, როლური თამაშებს, სიმულაციებს და ა.შ.). პროგრამა ახალგაზრდებს უწყობს ხელს საკუთარი კომპეტენციების განვითარებაში, გაეცნონ სოციალურად მნიშვნელლოვან საკითხებს, სხვა კულტურებს, ცხოვრების წესს თანატოლთა განათლების გზით. პროგრამის სასწავლო პროცესი ხორციელდება არაფორმალური განათლების მეთოდებით.  

პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია შემდეგი აქტივობების განხორციელება: აკადემიური სასწავლო ვიზიტები, აქტივობები, რომელთა მიზანია ფინანსური მოგება; ტურისტული ხასიათის აქტივობები და ა.შ.

აპლიკაციის შემოტანის თარიღები და ღონისძიების ჩატარების ვადები:

  • 2 თებერვალი იმ პროექტებისთვის, რომელთა განხორციელება იგეგმება 1 მაისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით (იმავე წლის)
  •  26 აპრილი იმ პროექტებისთვის, რომელთა განხორციელება იგეგმება 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით (იმავე წლის)
  • 4 ოქტომბერი იმ პროექტებისთვის, რომელთა განხორციელება იგეგმება 1 იანვარი 31 მაისის ჩათვლით (იმავე წლის)

ხანგრძლივობა: 5-21 დღემდე (მგზავრობის დროის არ ჩათვლით)

ვის შეუძლია მონაწილეობა: გამგზავნი და მიმღების ორგანიზაციების 13 – 30 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს. პროგრამის ჯგუფის ლიდერები უნდა იყვნენ სულ მცირე 18 წლის.

 

მონაწილეთა რაოდენობა და ჯგუფების შემადგენლობა:

სულ მცირე 16 და მაქსიმუმ 60 მონაწილე (ჯგუფის ლიდერების არ ჩათვლით). თითო ჯგუფში მინიმუმ 4 მონაწილე. თითო ჯგუფს უნდა ჰყავდეს სულ მცირე ერთი ჯგუფის ლიდერი.

ჩატარების სავარაუდო ადგილები:

კვიპროსი, საქართველო, გერმანია, იტალია, მაკედონია, მალტა და სლოვენია. სწროდ ამ ქვეყნებში ხორციელედება OPIN-ის პილოტირება იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებმაც მოიპოვეს ფინანსური მხარდაჭერა. 

პროექტის მიზნები 

პროქტის მიზნი შესაძლოა იყოს ახალგაზრდებს შორის გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდების ელექტრონული ჩართულობის მეთოდების გამოყენებაში.

 

Hvala za udeležbo!

Ta projekt je že zaključen. Najlepša hvala vsem, ki ste sodelovali na projektu!

მოსაზრებების გაზიარება

გაგვაცანით თქვენი მოსაზრებები აღნიშნული ინიციატივის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პროექტის შინაარსი, აქტივობები თუ ტექნიკური საკითხები, როგორიცაა ჩატარების დრო, ადგილი და ა.შ.

Pobudnik še ni pripravil informacij o željenih izidih projekta.

drugi projekti te organizacije