შესაძლოა გაგიჩნდეთ ელექტრონული მონაწილეობის პროექტის (eParticipation) არამკაფიოდ ფორმულირებული იდეა, რომლის რეალიზება გსურდათ, მაგალითად, არის საკითხი, რომელიც სასწრაფოდ უნდა განიხილოთ ახალგაზრდებთან. თუკი ანდა გგონიათ, რომ ახალგაზრდობა არასაკმარისადაა ჩართული, თქვენ კი ამის შეცვლა გინდათ და საკუთარ თავს ეკითხებით, როგორ შეიძლება ამის გაკეთება — ეს სწორედ ისაა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „კონცეფციის დამუშავების ეტაპს“. მონაწილეობის პროექტის მოცემული საწყისი ეტაპი< მიუხედავად იმისა, არის ეს პროექტი ციფრული თუ ანალოგიური, ხშირად მცდარად არასათანადოდ ფასდება და მას მაღალი პრიორიტეტი არ ენიჭება. თუკი თქვენ გაქვთ მკაფიო წარმოდგენა პროექტის მიზანზე და მის შედეგზე, რომლის მიღწევაც გსურთ, მაშინ პროექტის მიზნების მიღწევის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება.
საკუთარ თავს უნდა დაუსვათ შეკითხვა: რას უნდა მიაღწიოს პროექტმა? საბოლოო ჯამში , ეს დაკავშირებულია ზემოქმედებასთან. რაც უფრო მკაფიოდ და რეალისტურად შეძლებთ ამ მიზნების განსაზღვრას, მით გაგიადვილდებათ მონიშნოთ პროექტის საჭირო ეტაპები სასურველი შედეგის მისაღებად. ვინაიდან თქვენ დანამდვილებით მუშაობთ ელექტრონულ მონაწილეობასთან და კერძოდ, OPIN-თან, დარწმუნდით, რომ თქვენი მიზნების მიღწევა შეიძლება OPIN ფუნქციონალის დახმარებით.
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შექმნათ საცდელი სააღრიცხვო ჩანაწერი და ცოტათი ექსპერიმენტიც კი ჩაატაროთ შესაძლებლობებთან. აგრეთვე დაჟინებით გირჩევთ, გაეცნოთ სახელმძღვანელოში აღწერილ მითითებებს.
სიტყვა „ელექტრონული“ „ელექტრონულ მონაწილეობასთან“ კავშირში, ძირითადად, ნიშნავს თქვენი მონაწილეობის მეთოდს. პროექტის წარმატებული რეალიზაციისთვის აუცილებელია პროექტის მართვის ბრწყინვალე უნარ-ჩვევები — ისეთივე, როგორც მონაწილეობის ანალოგიური პროექტების რეალიზაციისას: თქვენ ცხადი წარმოდგენა უნდა გქონდეთ პროექტის მიზანზე, შედეგზე, რომლის მიღწევაც გინდათ მისი დახმარებით, და ნაღდი ბიუჯეტი. ეს ნიშნავს, რომ ახლა თქვენ მზად ხართ შექმნათ პროცესის მიახლოებითი გეგმა ა-დან ჰ-მდე, რომელიც< რაღა თქმა უნდა, უნდა შეესაბამებოდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
თავიდან სასურველია მომზადდეს პროექტის მოკლე აღწერილობა 2-3 გვერდზე. ამ აღწერაში შეიძლება ჩართოთ:
ამ ვებსაიტზე განთავსებული ყველა ტექსტი და რესურსი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ Erasmus+ პროექტი DIGY-ის ფარგლებში და გამოქვეყნებულია შემდეგი ლიცენზიით: