ქცევის კოდექსი

Hompepage_Startyourown.png

1. ერთმანეთის პატივისცემა

ზოგადი ქცევის წესები ვრცელდება  ვირტუალურ ურთიერთობაზე. ურთიერთპატივისცემა არის მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, პირისპირ გაქვს კონტაქტი, თუ ვირტუალურად. თავისუფალი გამოხატვის უფლება ხელშეუხებელია.

2. უკანონო, არაეთიკური და შეუსაბამო შინაარსი.

უკანონო,არაეთიკური და შეუსაბამო შინაარსი არ არის დაშვებული. ეს გულისხმობს პორნოგრაფიული, მემარჯვენე, ექსტრემალისტული, სექსისტური, ძალადობრივ იდა ანტისემიტური შინაარსის მქონე ტექსტებს.

3. უპასუხისმგებლო ქცევები

უპასუხისმგებლო, მავნე, ძალადობრივი, უკანონო ან სხვა არაეთიკური ქმედების ხელშეწყობა ან წახალისება გამოიწვევს ჩვენი თემიდან გაძევებას.

4. კრიტიკა

კონსტრუქციული კრიტიკა დასაშვებია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ  შეურაცყოფა ან ცილისწამება მისაღებია. კრიტიკა უნდა  იყოს  ობიექტური და კონსტრუქციული. თითოეულ მომხმარებელს აქვს უფლება გააჟღეროს საკუთარი კრიტიკა. მიეცით თქვენს კოლეგას შესაძლებლობა უპასუხოს თქვენ მოსაზრებას.

5. კომუნიკაცია

ამ პლატფორმის მიზანია წაახალისოს მისი მონაწილეებს შორის ღია საუბარი. პლატფორმის წარმატებით მუშაობა დამოკიდებულია მის წევრების შორის აქტიურ მონაწილეობაზე. პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას იძლევა ყველამ გააჟღეროს საკუთარი მოსაზრებები. თუმცა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ თქვენ გაქვთ უფლება შეურაცყოფა ან ზიანი მიაყენოთ სხვებს. წაიკითხეთ და შეამოწმეთ შეცდომებზე თქვენი კომენტარი. გაითვალისწინეთ, რომ ირონია და სარკაზმი არ არის მისაღები წერითი კომუნიკაციის დროს. დიდი გაუგებრობებს შედარებით პატარა გაუგებრობები იწვევს.

6. ინტერნეტში ქცევის ეტიკეტი

თავაზიანობა და სოციალური ეტიკეტის ნორმების დაცვა მოეთხოვება პლატფორმის თითოეულ მონაწილეს. მისაღებია ეთიკურად შესაფერისი და მეგობრული საქციელი. შეურაცმყოფელი კომენტარები მკაცრად კონტროლდება. შინაარსი განისაზღვრება მისი ხარისხით და არა მისი წარმომავლობით.

7. კონფიდენციალურობა

გაითვალისწინეთ, რომ Opin.me არის საჯარო ვებ-გვერდი. ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გაეცნობით, არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. პირადი და კონფიდენციალური მონაცემები შეინახეთ პირად არხზე. შეგახსენებთ, რომ თქვენს პოლიტიკურ მოსაზრებებს შეიძლება მოჰყვეს გამოხმაურება. თქვენი პირადი უსაფრთხებისთვის რეკომენდირებულია ფსევდონიმის გამოყენება.


ჩვენ მადლობას ვუხდით ეველინ მარტის იმისთვის, რომ მოგვცა შესაძლებლობა ამ კოდექსის შესაქმნელად გამოგვეყენებინა მისი სახელმძღვანელო.