OPIN-ის შესახებ

OPIN - ახალგაზრდული ელ-ჩართულობის პროექტებისთვის ევროპული ინსტრუმენტი

OPIN შედგება:

OPIN არის უნივერსალური ციფრული და მობილური ინსტრუმენტი, რომელიც მარტივად ინტეგრირდება ახალგაზრდული ორგანიზაციების და საჯარო უწყებების ვებ-პორტალზე.

OPIN აძლევს მონაწილეობაზე ორიენტირებულ პროექტებს ციფრულ სახლს. პროექტის ყველა ფაზა არის გამჭირვალე და მხარდაჭერილი OPIN-ის პროგრამული უზრუნველყოფით:

  • ციფრული და მობილური მონაწილეობის მახასიათებლები
  • მარტივია მონაწილეობის პროცესების ინტეგრირება თქვენს ვებ-გვერდზე
  • თემის გონიერი მართვა
  • ოფლაინ ღონისძიებების ინტეგრირება
  • მულტიმედიური ინფორმაცია თქვენი პროექტის შესახებ

ინსტრუმენტი შექმნილია ხარისხიანი მონაწილეობის მხარდასაჭერად. პროექტის მართვისთვის თავმოყრილი პრაქტიკული რჩევები  და ინსტრუმენტები მოგცემთ საშუალებას დაგეგმოთ და იპოვოთ თქვენი მიზნისთვის შესაბამისი საშუალებები.

  • თანამშრომლობა ტექსტის შესადგენად
  • იდეების შეგროვება
  • მობილური გამოკითხვა

ამ ეტაპზე მიმდინარეობს OPIN-ის მუშაობის შემოწმება ხუთი საპილოტე პროგრამის მიხედვით, რაც მოგვცემს უკუკავშირს OPIN-ის განვითარებისთვის. ესენია:

  • ქალაქი პარიზი
  • სათემო ცენტრების საფრანგეთის ფედერაცია
  • AEGEE - ევროპელ სტუდენტთა ფორუმი
  • იტალიისა და სლოვენიის საზღვრისპირა პარტნიორობა
  • სლოვენიის რეგიონის გული

OPIN-ის განვითარება

About opin infographic-01.png

OPIN-ის პლატფორმა და მისი მახასიათებლები შეიქმნა პროექტის „EUth - ინსტრუმენტები და პრაქტიკული რჩევები მობილური და ციფრული მონაწილეობისთვის ევროპის მასშტაბით“ფარგლებში. პროექტი ხორციელდება  2015 წლის 15 მარტიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით, ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 კვლევა და ინოვაციის მხარდაჭერით.

2018 წლის მარტამდე, პროგრამული უზრუნველყოფის გარდა, იგეგმება სხვადასხვა აქტივობების განხორციელება.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს: www.euth.net

პროექტი და პარტნიორები

პროექტის „EUth - ინსტრუმენტები და პრაქტიკული რჩევები მობილური და ციფრული მონაწილეობისთვის ევროპის მასშტაბით“  მიზანია უზრუნველყოს  ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გაზარდოს ნდობა ევროპულ პოლიტიკურ ინსტიტუტებში. ამისათვის საჭიროა შემდეგი:

  • ახალგაზრდებაზე მორგებული ციფრული და მობილური მონაწილეობის ინსტრუმენტები
  • მონაწილეობაზე ორიენტირებული პროექტების შექმნა

აღნიშნული ინსტრუმენტი იქმნება EUth-ის პროექტის ფარგლებში. OPIN არის უნივერსალური ციფრული და მობილური ინსტრუმენტი მონაწილეობისთვის. ის მარტივად ინტეგრირდება ახალგაზრდული ორგანიზაციებსა და საჯარო უწყებების ვებ-პორტალზე.

პროექტმა ‘EUth - ინსტრუმენტები და პრაქტიკული რჩევები მობილური და ციფრული მონაწილეობისთვის ევროპის მასშტაბით’  მიიღო დაფინანსება ევროკავშირის ჰორიზონტი 2020 კვლევა და ინოვაციის პროგრამის No 649594 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში.

Map Euth partners


პროექტის კოორდინატორი

თანამშრომლობის მართვისა და დისციპლინათშორისი კვლევის ინსტიტუტი, გერმანია


პროექტის პარტნიორები

ალფსტორი, საფრანგეთი
AEGEE - ევროპელ სტუდენტთა ფორუმი
სლოვენიის განვითარების ცენტრი, სლოვენია.
ევროპის ახალგაზრდული საინფორმაციო და საკონსულტაციო სააგენტო, ლუქსემბურგი
IJAB - გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამა, გერმანია
სისტემების ინტეგრაციის სწავლების ინსტიტუტი, იტალია
სამოქალაქო ასოციაცია ლიკვიდური დემოკრატია, გერმანია
სახალხო მისიები,საფრანგეთი
ტექნოლოგიის სამეფო ინსტიტუტი, შვედეთი
ტექნოლოგიური ფონდის დანიური საბჭო


გაიგე მეტი:

www.euth.net

http://www.euth.net

www.facebook.com/euth.net

https://twitter.com/euthnet
Feedback