ამ დროისთვის თქვენ უკვე ჩაატარეთ ყველა პრაქტიკული სამზადისი და მზად ხართ პროექტის რეალიზაციის დასაწყებად.. ახლა საჭიროა შექმნათ ოპტიმალური პირობები მონაწილეობისთვის და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შედეგს მიაღწიოთ.
ელექტრონული მონაწილეობის წარმატებული პროექტის გასაღებია თანასაზოგადოების მოხერხებული ონლაინ-მენეჯერი. თანასაზოგადოების მენეჯერი — ესაა რაღაც შუალედური დარაჯსა და მეგობარს შორის, და ის უზრუნველყოფს პროცესის სწორ მსვლელობას. როდესაც განხილვები აცდება თემას, თქვენ უნდა დააბრუნოთ ისინი სწორ კალაპოტში. რომ გაიგოთ, რას შეიძლება შეეჯახოთ, ჩვენ გირჩევთ ივარჯიშოთ მოდერირებაში თქვენი პროექტის გამოქვეყნების გზით მომხმარებელ-ტესტირების ჩამტარებელთა სპეციალური ჯგუფისთვის, რომლებიც ონლაინ გამოგცდიან, გამოიყენებენ რა OPIN-ს, თითქოს ეს რეალური პროექტია. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ გამოქვეყნების წინ წაშალოთ პროექტი ნამდვილი მომხმარებლებისთვის. თუკი თქვენი პროექტი მცირე მასშტაბისაა, მაშინ , როგორც წესი, თანასაზოგადოების სპეციალურად დანიშნული მენეჯერი არ ესწრება, ამიტომაც თქვენ, როგორც ინიციატორს, შესაძლოა მოგიხდეთ ამ როლის შესრულება. აქვე იხილეთ რეკომენდაციები მოდერირების შესახებ [Reviewer1] და აგრეთვე, როგორ მოამზადოთ პროექტი.
როგორც კი თქვენი პროექტი ამუშავდება OPIN-ზე, არ დატოვოთ ახალგაზრდა მომხმარებლები მარტო 24 საათით. თანასაზოგადოების ონლაინ-მენეჯერის მუშაობა შესაძლოა გაგრძელდეს მეტ ხანს, ვიდრე სამუშაო დღე 09:00-დან 17:00-მდე. თუმცა ცხადია, რომ თქვენ ვერ იქნებით ონლაინ მთელი დღე-ღამე/ შედეგად, ელექტრონული მონაწილეობის პროექტის გაშვების წინ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რამდენად ხშირად იქნებით მისაწვდომი ონლაინ, შემდეგ კი ეს ცხადად უნდა განუმარტოთ ახალგაზრდა მონაწილეებს. თუკი თქვენ ვერ დაესწრებით არა სამუშაო დროს, შეატყობინეთ ახალგაზრდა მონაწილეებს, როდისთვის შეეძლებათ შეკითხვებზე პასუხების მიღება.
ამ ვებსაიტზე განთავსებული ყველა ტექსტი და რესურსი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ Erasmus+ პროექტი DIGY-ის ფარგლებში და გამოქვეყნებულია შემდეგი ლიცენზიით: