მოცემული ეტაპი — ესაა პროექტის რეალიზაციის პირველი ნაბიჯი, რომელიც თქვენ დაახლოებით დაგეგმეთ კონცეფციის დამუშავების ეტაპზე. მომზადების ეტაპი ხშირად ითხოვს ყველაზე მეტ დროს, ამიტომაც გამოყავით საკმარისი დრო, რათა ყველაფერი მოამზადოთ მონაწილეობის ეტაპისთვის.
მოცემულ ეტაპზე თქვენ უფრო მეტად უნდა დაამუშაოთ დეტალები. განსაზღვრეთ, ჩაატარებთ თუ არა მოკლე პროექტს OPIN-ზე თუ უფრო ხანგრძლივ მონაწილეობის პროცესს OPIN-ზე ოფლაინ-ღონისძიებებთან (ქსელის გარეშე ჩატარებული ღონისძიებები) ერთად. შეარჩიეთ OPIN ფუნქცია, რომლის გამოყენებაც გინდათ და გაეცანით OPIN პროექტის გარემოს, რაც ბევრ შესაძლებლობას გთავაზობთ, როგორიცაა პროექტის შესახებ საბაზო წინასწარი ინფორმაციის წარდგენა, ოფლაინ ღონისძიებების შედეგების ჩატვირთვა და ბევრი სხვა. ჩვენ გირჩევთ წაიკითხოთ სახელმძღვანელო OPIN და ჩაუშვათ საცდელი პროექტი თქვენივე გუნდით. იხილეთ აქ.
თქვენ გაქვთ კარგი იდეა, თქვენ იცნობთ თქვენ გადაწყვეტილების მიმღებ პიროვნებებს და დააფყძნეთ თქვენი პროექტი. რა არაა საკმარისი? ახალგაზრდა მონაწილეები! ზოგჯერ ძნელია კონტაქტში შესვლა და დაკავშირება. შეეცადეთ შექმნათ პატრნიორობები, მაგალითად, სკოლებთან ანდა ახლაგაზრდულ კლუბებთან. ეს დაგეხმარებათ ახალგაზრდა მონაწილეების ჩართვაში ადრეულ ეტაპზე.
წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას „DiGY“. მოცემულ ეპიზოდში ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა გამოცდილებისა და განათლების მქონე ახალგაზრდების მონაწილეობის პროცესში ინტეგრაციის საუკეთესო ხერხებზე. დღეს ჩვენი სტუმარია — დოქტორი ალისია პავლიუჩუკი, მკვლევარი და ძალიან აქტიური ექსპერტი ციფრული ტექნოლოგიების მისაწვდომობის ამაღლებაში.
ამ ვებსაიტზე განთავსებული ყველა ტექსტი და რესურსი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ Erasmus+ პროექტი DIGY-ის ფარგლებში და გამოქვეყნებულია შემდეგი ლიცენზიით: