Დატოვე კომენტარი

როგორ დავამატო კომენტარი?

უმეტეს პროექტებში მომხმარებლებს შეუძლიათ იდეების, კომენტარების ან ტექსტის პარაგრაფების კომენტირება. იმისათვის, რომ შეიტყოთ, თუ როგორ უნდა დაამატოთ კომენტარი, წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ნაბიჯები!

იდეების კომენტირება:

1. დააჭირეთ იმ იდეას, რომლის კომენტირებაც გსურთ.

2. ჩაწერეთ თქვენი კომენტარი ლურჯ დიალოგურ ბუშტში იდეის აღწერილობის ქვემოთ.

3. დააჭირეთ ღილაკს  „გაგზავნა“, თქვენი კომენტარის გამოსაქვეყნებლად.

კომენტარების კომენტირება:

1. იმ კომენტარის ქვეშ, რომლის კომენტირებაც გსურთ, ქვედა მარჯვენა მხარეს დააჭირეთ ღილაკს  პასუხი.

2. კომენტარის ქვემოთ მდებარე დიალოგურ ბუშტში ჩაწერეთ თქვენი კომენტარი.

3. კომენტარის გამოსაქვეყნებლად, დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.

ტექსტის პარაგრაფების კომენტირება:

  1. პარაგრაფი: კურსორით მიუთითეთ იმ პარაგრაფზე, რომლის კომენტირებაც გსურთ და დააჭირეთ გამოჩენილ ღილაკს „კომენტარის დამატება“ პარაგრაფის მარჯვენა მხარეს.
  2. სრული ტექსტი: ჩაყევით ტექსტს ბოლომდე და მის ქვედა ნაწილში დააჭირეთ დიალოგურ ბუშტზე.
  3. დაწერეთ კომენტარი ლურჯ დიალოგურ ბუშტში.
  4. კომენტარის გამოსაქვეყნებლად, დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.

გაითვალისწინეთ, რომ იდეების, კომენტარების და ტექსტის პარაგრაფების კომენტირება ყველა პროექტში არ არის შესაძლებელი ან კიდევ კომენტირების ეტაპი შესაძლოა უკვე დასრულებული იყოს. შეამოწმეთ პროექტის ტიპები და მექანიზმები, მონაწილეობის მიღების სხვადასხვა შესაძლებლობების შესატყობად ან იხილეთ თითოეული პროექტის თაიმლაინი, რომ შეიტყოთ მონაწილეობის რა ეტაპზეა პროექტი ამჟამად! 

როგორ მოვახდინო ჩემი კომენტარის რედაქტირება ან წაშლა?

კომენტარის რედაქტირება:

1. თქვენი კომენტარის გვერდით დააჭირეთ სამ წერტილს და აირჩიეთ რედაქტირება.

2. შეცვალეთ თქვენი კომენტარი სურვილისამებრ.

3. დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“.

კომენტარის წაშლა:

1. .თქვენი კომენტარის გვერდით დააჭირეთ სამ წერტილს და აირჩიეთ წაშლა.

2. წაშლის დადასტურებისთვის დააჭირეთ ღილაკს „წაშლა“.