ზოგიერთ პროექტში მომხმარებლებს მონაწილეობის პროცესში შეუძლიათ იდეების მოფიქრება. ამისათვის მიყევით ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს:
1. მონაწილეობის ღილაკის ფანჯარაში, დააჭირეთ ნიშანს შეთავაზების შექმნა.
2. შესავსებ ფორმაში ჩაწერეთ იდეის სახელწოდება და აღწერეთ თქვენი იდეა / შეთავაზება დეტალურად.
3. დაამატეთ ფოტო თქვენს იდეას და ატვირთეთ სურათი თქვენი კომპიუტერიდან (არასავალდებულო) ამ ნიშანზე დაჭერით .
4. თქვენი იდეის გამოსაქვეყნებლად დააჭირეთ ღილაკს გაგზავნა.
გაითვალისწინეთ, რომ იდეების მოფიქრება ყველა პროექტში არ არის შესაძლებელი ან კიდევ შეთავაზების ეტაპი შესაძლოა უკვე დასრულებული იყოს. შეამოწმეთ პროექტის ტიპები და მექანიზმები, მონაწილეობის მიღების სხვადასხვა შესაძლებლობების შესატყობად ან იხილეთ თითოეული პროექტის თაიმლაინი, რომ გაიგოთ მონაწილეობის რა ეტაპზეა პროექტი ამჟამად!
იდეის რედაქტირება
1. შეთავაზებების სიაში აირჩიეთ თქვენი იდეა
2. თქვენი იდეის ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ სამ წერტილს და აირჩიეთ რედაქტირება.
3. შეცვალეთ თქვენი იდეა სურვილისამებრ.
4. დააჭირეთ ღილაკს გაგზავნა.
იდეის წაშლა
1. შეთავაზებების სიაში აირჩიეთ თქვენი იდეა
2. იდეის ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ სამ წერტილს და აირჩიეთ წაშლა.
3. წაშლის დასადასტურებლად, დააჭირეთ ღილაკს „წაშლა“.