იდეების კონკურსის პროექტები

მუნიციპალური საბჭო შეთანხმდა სამეზობლოს დასამშვენებლად ცარიელ კედელზე შესრულდეს მხატვრობა, მაგრამ ვერ გადაუწყვეტია რა უნდა დახატოს? გადაწყვეტილების მიღების პროცესის გასამარტივებლად, OPIN იძლევა ყველა ამ საკითხით დაინტერესებულ პირთაგან იდეების შეგროვების შესაძლებლობას და სხვადასხვა შეთავაზებების გზით თანხმობის ან წინააღმდეგობის გამოხატვის საშუალებას.

იდეების კონკურსის პროექტებში მომხმარებლებს შეუძლიათ ორ ეტაპზე  განახორციელონ აქტივობები: 

1. ეტაპი: იდეების მოფიქრება და მათი კომენტირება

2. ეტაპი: იდეებზე და კომენტარებზე დათანხმება / არ დათანხმება, მონაწილეების განწყობის შემოწმების მიზნით ან იმის გადასაწყვეტად, თუ რომელი იდეის განხორციელება მოხდეს.

პროექტის ინიციატორს შეუძლია გადაწყვიტოს რამდენი დღე / კვირა გასტანს თითოეული ეტაპი. შემდგომ ყველას შეუძლია ყველა გამოქვეყნებულ აზრთა / კომენტართა სიის ხილვა და იმის ხილვა, თუ რამდენმა მომხმარებელმა დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი თითოეულ მათგანს. 

idea challenge