პროექტის ტიპები და ფუნქციები

რა ფუნქციების პოვნა შემიძლია OPIN-ზე?


ორგანიზაციის პროექტის მისიიდან გამომდინარე, OPIN ორგანიზაციებს სხვადასხვა მონაწილეობის მექანიზმების არჩევანს სთავაზობს. ზოგიერთი პროექტის მთავარი ფოკუსი შეიძლება იყოს ბრეინსტორმინგი ახალი იდეების შესაგროვებლად, მაგ. სკოლის ეზოს განახლება, ხოლო სხვების მიზანი ინტერნეტ გარეშე შეხვედრების დაგეგმვა ან რთული ტექსტების განხილვაა, მაგ. პოზიციის გამომხატველი დოკუმენტის დაწერა. OPIN-ის ძირითად ფუნქციებში შედის:

1. იდეების მოფიქრება და მათი განხილვა - დაამატეთ იდეები ან კომენტარები, გარკვეული კითხვების ან პრობლემების შესახებ.

2. იდეების მოფიქრება და მათი განხილვა რუკაზე- დაამატეთ იდეები ან კომენტარები სივრცითი პროექტებისთვის

3. ტექსტების განხილვა - გაუკეთეთ კომენტარი ნებისმიერ პარაგრაფს

4. გადაწყვეტილების ერთად მიღება - დაეთანხმეთ / არ დაეთანხმოთ იდეებს ან კომენტარებს თქვენი განწყობის საჩვენებლად და / ან გადაწყვეტილების მიღების პროცესის გასაუმჯობესებლად

5. გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერა - გამოთქვით თქვენი აზრი და გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებით გახდით გადაწყვეტილების ნაწილი.


რა სახის პროექტების პოვნა შეიძლება OPIN-ზე?


არსებობს სხვადასხვა ტიპის პროექტები, რომლებიც ჩამოთვლილი ფუნქციების სხვადასხვა ნაწილებს შეიცავენ. სწრაფი მიმოხილვისთვის, ნახეთ შემდეგი პროექტის სია. დამატებითი დეტალური ინფორმაციისა და მაგალითებისთვის, დააჭირეთ თქვენთვის საინტერესო პროექტს!

  • ბრეინსტორმინგი / გონებრივი იერიში (1)
  • სივრცითი ბრეინსტორმინგი (2)
  • იდეების კონკურსი (1, 4)
  • სივრცითი იდეების კონკურსი (2, 4)
  • დღის წესრიგის განსაზღვრა (1, 4)
  • ტექსტის განხილვა (3, 4)
  • საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა (5)