რეგისტრაცია

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

თუ არ გაქვთ OPIN-ზე ანგარიში, შეგიძლიათ მისი მარტივად შექმნა რამდენიმე ნაბიჯში! ამისათვის გაეცანით ჩვენს ონლაინ ვიდეო გაკვეთილს ან წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ნაბიჯები:

1. შედით ვებგვერდზე www.OPIN.me.

2. ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს  და აირჩიეთ ღილაკი რეგისტრაცია ჩამოსაშლელ მენიუში.

3. შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა, შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი (ნამდვილი სახელი ან ფსევდონიმი), თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, აირჩიეთ პაროლი და დაეთანხმეთ გამოყენების პირობებს.

4. დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია.

5. რეგისტრაციის დასასრულებლად, უნდა დააჭიროთ აქტივაციის ბმულს, რომელიც გამოიგზავნა თქვენი ელ. ფოსტის მისამართზე თქვენი ვინაობის შესამოწმებლად (არ დაგავიწყდეთ სპამის ფოლდერის შემოწმება). 


როგორ შევიდე / გამოვიდე?

თუ არ იცით, როგორ შეხვიდეთ OPIN-ზე ან გამოხვიდეთ OPIN-დან, უყურეთ ჩვენს ვიდეო გაკვეთილს ან წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ნაბიჯები:

თუ გსურთ OPIN-ზე შესვლა, მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:

  1. შედით ვებგვერდზე www.OPIN.me
  2. ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს   და აირჩიეთ ღილაკი შესვლა.
  3. შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა, შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი.
  4. დააჭირეთ ღილაკს შესვლა. თუ გსურთ OPIN-დან გამოსვლა:
  5. მომხმარებლის სახლის გვერდით, ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ  ღილაკს.
  6. აირჩიეთ ღილაკი გამოსვლა.


როგორ განვაახლო ჩემი დავიწყებული პაროლი?

პაროლის დავიწყების შემთხვევაში, ის მარტივად შეგიძლიათ განაახლოთ სულ რამდენიმე ნაბიჯში! ამისათვის უყურეთ ჩვენს ონლაინ ვიდეო გაკვეთილს ან წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ნაბიჯები:

  1. დააჭირეთ ღილაკს და ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიეთ შესვლა.
  2. აირჩიეთ პაროლის განახლება ავტორიზაციის ფორმის ქვედა ნაწილში.
  3. შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და დააჭირეთ ღილაკს განახლება.
  4. დააჭირეთ ბმულს, რომელიც გამოიგზავნა თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე (არ დაგავიწყდეთ სპამის ფოლდერის შემოწმება).
  5. შეიყვანეთ ახალი პაროლი, გაიმეორეთ ის და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს შენახვა.