მომხმარებელთა მართვა


როგორ მოვიწვიო მომხმარებლები/მოდერატორები ჩემს პროექტში?


1. მომხმარებლის სახელის გვერდით, ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ  ღილაკს და ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიეთ თქვენი ორგანიზაციის სახელი.

2. მენიუში, მარცხენა მხარეს აირჩიეთ ღილაკი  პროექტები.

3. აირჩიეთ ის პროექტი, რომელშიც გსურთ მომხმარებლების (კერძო პროექტები) ან მოდერატორების (კერძო და საჯარო პროექტები) მოწვევა და დააჭირეთ მარჯვენა მხარეს მდებარე ღილაკს რედაქტირება.

4. მოდერატორების თქვენს პროექტში მოსაწვევად, აირჩიეთ ღილაკი მოდერატორი. მოიწვიეთ თქვენი პროექტის მოდერატორები ელ. ფოსტის საშუალებით. მოწვევის გასაგზავნად, დააჭირეთ ღილაკს დამატება.

5.მომხმარებლების თქვენს პროექტში მოსაწვევად, აირჩიეთ ღილაკი მომხმარებელი (მხოლოდ კერძო პროექტებისთვის). მოიწვიეთ თქვენი პროექტის მომხმარებლები ელ. ფოსტის საშუალებით. მოწვევის გასაგზავნად, დააჭირეთ ღილაკს დამატება.