exchange knowledge and experience!

განათლება და ინფორმირება

საკმაოდ დიდი ხანია მინდა ამ იდეის გამხელა მაგრამ არ გამოჩენილა სწორი დრო ამის სათქმელად(სიმართლე ვთქვა,არც სწორი ადამიანები).ეს პროექტი კი მაძლევს იმის საშუალებას და იმედს რომ შეიძლება ეს კონკრეტული ჩანაფიქრი რეალობად იქცეს. ჩემი სურვილია გამოიყოს ადგილი დაახლოებით 15-20 ადამიანის  შესაკრებად.ამ კონკრეტულ ადგილას შევძლებთ ზოგად მნიშვნელოვან თემებზე ბჭობას,საკუთარი პოზიციისა თუ აზრის გაზიარებას.ძალიან კარგია ასევე წიგნების გაცვლა ერთმანეთში,მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება მთავარი ადამიანი რომელიც წარუძღვება დისკუსიას და მოგვაწვდის იდეებს სხვადასხვა აქტივობების შესახებ.ეს ყოველივე მოითხოვს მხოლოდ ადგილს,ხალხს და წიგნებს. რა თქმა უნდა ყველაფერი დღევანდელი რეგულაციების დაცვით მოხდება.

კომენტარები