ქველმოქმედება პანდემიის პირობებში

ქობულეთში არსებობს ორგანიზაცია "ასოციაცია ღირსეული სიბერე" რომელსაც ჰყავს 100-მდე ასაკოვანი ბენეფიციარი. რამდენიმე მათგანთან სტუმრადაც ვიყავი და ვიცი, რომ არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა და არც ისეთი ადამიანები ჰყავთ გვერდით ვინც მათ დაეხმარება, არსებული სიტუაციიდან (ვგულისხმობ პანდემიას) გამომდინარე, ჩვენი მხრიდან მათდამი დამოჩენილი ყურადღება ვფიქრობ ძალიან კარგი რამ იქნება, ვფიქრობ შევაგროვოთ სურსათი და რამდენიმე მარტოხელა მოხუცს მაინც გავუხაროთ გული. 

სათნოების სახლის ბენეფიციარებისთვის შეგვიძლია შევაგროვოთ როგორც სურსათი, ასევე თბილი ტანსაცმელიც და ერთიანად გადავცეთ ყველას.

გარდა ამისა, სოფელ ხუცუბანში არის 9 შვილიანი ოჯაძი, რომელსაც ანალოგიურად სჭირდება დახმარება, კვირიკეში არის მარტოხელა დედა რომელსაც ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ამიტომ ვფიქრობ კარგი იქნება თუ მათ დასახმარებლად რაიმეს მოვიმოქმედებთ.

პ.ს  ერთად გაკეთებული კეთილი და კარგი საქმეებით კიდევ უფრო მეტად გამყარდება ჩვენი ურთიერთობები.

კომენტარები