გამომდინარე იქიდან, რომ ყველა საჯარო სკოლა ვალდებულია სკოლაში მიიღოს შშმ მოსწავლე და მისცეს მას ხარისხიან განათლებასთან წვდომის საშუალება, შესაბამისად იმისათვის, რომ მოსწავლემ ეს შანსი გამოიყენოს მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი გარემო, გარემო, რომელიც ადაპტირეულია საზოგადოების ყველა წევრზე, ადაპტირებული გარემოს არ არსებობა აღნიშნულ მოსწავლეებს უქმნით ბარიერებს სკოლასა და განათლებასთან, ისინი რჩებიან სკოლის კედლებს მიღმა და ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას, რაც უკარგავთ მოტივაციასა და საზოგადოებასთან ინტეგრირების სურვილს.
შესაბამისად იმისათვის, რომ ჩვენი სკოლა იყოს მისაწვდომი ყველასთვის აუცილებელია, რომ შეიქმნას სრულიად ადაპტირებული გარემო, ეს იქნება მისასვლელი ბილიკები, პანდუსები თუ სხვა აუცილებელი ინვენტარი, იმისათვის რომ სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლა მორგებული იყოს ყველა მოსწავლეზე, საჭიროა ადაპტირდეს, როგორც სკოლა ასევე სოფელი, რადგან თავისუფლად და დამოუკიდებლად გადაადგილდეს თითოეული მოქალაქე, თუ გარემო იქნება კეთილმოწყობილი ჩვენ საზოგაოების არცერთი წევრი არ დაგვრჩება განათლებისა და საზოგადოებასთან ინტეგრაციის გარეშე, ადაპტირებული გარემოს შექმნა შშმ პირებს გაუზრდის მოტივციას სწავლისა და კომუნიკაციის მხრივ, რაც სასიამოვნო იქნება როგორც ოჯახისთვის ასევე სკოლისა და სოფლისთვის, მაშ ასე ძალა ერთობაშია, ერთიანობა ქმნის მრავალფეროვნებას, შეცვალე გარემო ადამიანისთვის და არა ადამიანი გარემოსთვის, მივიღებთ იმას რასაც ინკლუზიური განათება ჰქვია.
სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლის გუნდი: ,,ახალი ხედვა''
გუნდის წევრები: მაკა გუნდაძე, ქრისტინა მენაღარიშვილი, ლიზი ცეცხლაძე, თეა ფუტკარაძე.