საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრი თემის ახალგაზრდობისათვის

     არაფორმალური განათლების ეფექტურობა ყველაზე კარგად მოსწავლეებში ჩანს, რადგან სწორედ ადრეული ასაკიდანვეა მნიშვნელოვანი ისეთი უნარების განვითარება, რომელიც მოგვიანებით დაეხმარებათ დამოუკიდებელ ცხოვრებაში, წარმატების მიღწევასა და მიღებული ცოდნის რეალიზებაში. არაფორმალური განათლების მთავარი უპირატესობა კი ის არის, რომ ის არ ზღუდავს მოსწავლეს აკადემიური მოსწრების მიხედვით, პირიქით ხელს უწყობს ძლიერი მხარეების გამოკვეთას იმ მოსწავლეებში, რომლებიც არ გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით სკოლაში. 

    მდგრადი განვითარების მე-3 მიზანში გამახვილებული ყურადღება საკითხზე:   "ჯანმრთელი ცხოვრებისა და კეთილდღეობის მიღწევა ყველა ასაკის ადამიანისათვის". ეს ყველა ადამიანის საყოველთაო უფლება და მოვალეობაა. 

    ამ მიმართულებით  მიზანმიმართულად ვთვლი, სოფელში (თემში) გაიხსნას საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრი ახალგაზრდობისათვის, სადაც ფუნქციონირებას  დაიწყებს ესთეტიკური ციკლის სხვადასხვა ჯგუფები:

1. მუსიკალური წრე, განსაკუთრებით ქართულ ხალხურ  საკრავთა შემსწავლელი ჯგუფი კვალიფიციური პედაგოგის ხელმძღვანელობით; 

2. ხელოვნების წრე--ხატვა, გამოყენებითი ხელოვნება; (ხელნაკეთი ნივთების დამზადება და გამოფენის მოწყობა მსურველთათვის);

3. სამსახიობო ხელოვნება--"პატარა მსახიობები";

4. ქართული ცეკვის  ქორეოგრაფია; 

4. თანამედროვე და ევროპული ცეკვების სტუდია;  

5. სპორტული, რიტმული ვარჯიშები; 

      ვთვლი, რომ ეს აქტივობები სრულად შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის მიღწევას ახალგაზრდებში.  მოახდენენ წარმატების მიღწევას და მიღებული ცოდნის ცხოვრებაში რეალიზებას. 

კომენტარები