Information
პროექტის განხორცილების ადგილი:
სოფელი ვარიანი და ახალი ხურვალეთი ( დევნილთა დასახლება)
პროექტის ხანგრძლივობა: 3-8 თვე
პროექტის მიზანია სოფელ ვარიანში და ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში არსებული სკვერების რეაბილიტაცია. არსებული სკვერები არ არის სათანადოდ აღჭურვილი.
ვარიანში ერთ-ერთ საჯარო სივრცეს წარმოადგენს სოფლის ცენტრში და იაკობ გოგებაშივილის სახელობის მუზეუმთან ახლოს მდებარე სკვერი, რომელიც აშენდა 2015 წელს. მისი ინფრასტრუქტურა მწირი და უფუნქციოა. ამიტომ იგი საჭიროებს რეაბილიტაციას კერძოდ:
- დგას საჭიროება, სკევრში მოხდეს გამწვანება ნარგავებით და ყვავილებით , დაიდგეს დამატებითი სკამები,მოეწყოს ბავშვებისთვის დასასვენებლი კუთხე საქანელები, სასრიალო, მინი კარუსელი, ნაგვის ურნები, განათება.
- ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში არსებული სკვერის საჭიროება არის სკვერის შემოღობვა, სკვერი არ არის იზოლირებული და ზიანდება ადგილობრივი შინაური პირუტყვისგან. სკვერის საფარი არ არის სათანოდოდ გაკეთებული რაც საჭიროებს გაზონების და ფეხით სასიარულო ბილიკების გამიჯვნას.
აღნიშნულ დასახლებებში სხვა სოფლების მსგავსად პრობლემას წარმოადგენს ისეთი სივრცეების ნაკლებობა სადაც მოსახლეობა თავისუფალ დროს ნაყოფიერად გაატარებს. გამართული სკვერის არსებობა მნიშვნელოვანია რადგან სოფელში არ არსებობს ალტერნატიული საშუალებები სადაც მოსახლეობა შეძლებს თავისუფალი დროის გატარებას,სკვერი ხელს შეუწყობს არა მარტო მოსახლოებისთვის კომფორტის შექმნას რომლებიც ზაფხულის განმავლობაში სკვერში შეძლებენ დასვენებას,ასევე ადგილობრივი ახალგაზრდების გააქტიურებას, ამ სკვერებშიმოეწყობა სხვადსხვა სახის ღონისძიებები რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების გააქტიურებას და ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა თემებზე. გარდა ახალგაზრდების სკვერი უნდა იყოს სხვა ასაკობრივ ჯგუფზეც გათვლილი . ჩვენი პროექტის გუნდის წარმომადგენლები სკვერს გამოიყენებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის საშუალებად,რომლის მიზანი იქნება პერიოდულად შეხვედრა სოფლის მოსახლეობასთან და ადგილობრივი პრობლემების გამოკვეთა რომლის შედეგად მოხდება აღნიშნულ პრობლემების ადვოკატირება ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ასევე OPIN საშუალებით პოტეცნიური დონორების მოძიება ამ პრობლემების მოსაგვრებლად. ყოველივე ეს დანერგავს გამოცდილებას და მოტივაციას ახალგაზრდებმა ისწავლონ საკუთარ თემებში არსებულ პრობლემების გადაჭრის გზების ძიება OPIN -ის საშუალებით.
შედეგი იქნება: სკვერი გახდება არამარტო დასასვენებელი ადგილი,ასევე მას ექნება სხვა ფუნქციები სადაც ჩატარდება შემდეგი სახის აქტივობები:
- შემცნებითი ღონისძიებები ახალგაზრდების მიერ შემოთავაზებული. რომელიც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე.
- მოსახლეობასთან შეხვდერის და კომუნიკაციის საშუალება, ადგილობრივი პრობლემების გამოკვეთის მიზნით.
პროექტისფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მიხედვით უკვე მიმდინარეობს ადგილობრივ მოსახლეობის გამოკითხვა, რომლის მიზანია :
- გამოვკვეთოთ სკვერში დამატებითი საჭირო ინვენტარის სახეობა .
- მოვუწოდოთ მოსახლეობას წვილი შეიტანონ სკვერის რეაბილიტაციაში ( ნარგავების, ყვავილების მოწოდება სკვერის გამწვანებისთვის, სარებილატაციო სამუშაოებში მოხალისეობრივად ჩართულობა) .
- OPIN სისტემის პოპულარიზაცია და მეტი ახალგზრდის ჩართვა პროცესში.
- იგეგმება შეხვედრა გორის რაიონის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტრურის სამსახურთან არსებული პრობლემების ადვოკატირების მიზნით
- იგეგმება შეხვედრა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბაზაზე არსებულ სანერგესთან რათა განვიხილოთ თანამშრომლობის შესაძლებლობები ნარგავების გადმოცემის მიზნით.
სამიზნეჯგუფები იქნება სოფლის მოსახლეობა, ახალგაზრდები და საშუალო ასაკის ადამიანები. სკვერის ინფრასტურქტურა ხელს შეუწყობს სკვერი იყოს მთლიანად სოფლის მოსახლეობისათვის გამოყენებადი.