დღის წესრიგის განსაზღვრის პროექტები

ახალგაზრდულ კლუბს სურს საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზებისთვის დაგეგმოს კლუბის წევრთა შეხვედრა! OPIN გთავაზობთ შესაძლებლობას, დაგეგმარების პროცესის ყველა მონაწილისგან შეაგროვოთ იდეები და აძლევს მათ შესაძლებლობას, სხვადასხვა შეთავაზებების საშუალებით გამოთქვან თანხმობა ან წინააღმდეგობა. ამგვარად, ინტერნეტ გარეთ შეხვედრის დაგეგმვა დაჩქარდება და გაიზრდება მისი ნაყოფიერება.

 დღის წესრიგის განსაზღვრის პროექტებში მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიჩინონ აქტივობა ორ ეტაპზე: 

  1. ეტაპი: იდეების მოფიქრება და მათი კომენტირება
  2. ეტაპი: იდეებზე და კომენტარებზე დათანხმება / არ დათანხმება მონაწილეების განწყობის შემოწმების მიზნით ან იმის გადასაწყვეტად, თუ რომელი იდეის განხორციელება მოხდეს.

პროექტის ინიციატორს შეუძლია გადაწყვიტოს რამდენი დღე / კვირა გასტანს თითოეული ეტაპი. შემდგომ ყველას შეუძლია ყველა გამოქვეყნებულ აზრთა / კომენტართა სიის ხილვა და იმის ხილვა, თუ რამდენმა მომხმარებელმა დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი თითოეულ მათგანს.