მონაწილეობის ეტაპები


რა ეტაპები არსებობს ჩემს პროექტში?


OPIN-ზე არსებული პროექტის შაბლონები გთავაზობთ მულტიფუნქციურობას (დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ). მონაწილეობის პროცესის სტრუქტურირებისთვის, არჩეული შაბლონიდან გამომდინარე, ფუნქციურობის გააქტიურება შესაძლებელია სხვადასხვა ეტაპზე.

მაგალითად შაბლონი იდეების კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:

1. ეტაპი: გამოქვეყნება და იდეებზე კომენტირება

2. ეტაპი: იდეებზე დათანხმება/არ დათანხმება

ეტაპების ამოქმედება ხდება თანამიმდევრობით, თქვენს მიერ არჩეული თარიღის შესაბამისად. მაგალითად, პირველი ეტაპისთვის შეგიძლიათ ეტაპის ხანგრძლივობა განსაზღვროთ ორი კვირით (01.01.-15.01.) რომელსაც მოყვება მეორე, ერთკვირიანი ეტაპი (15.01.-22.01.)

ეტაპები ნაჩვენებია თაიმლაინში, ასე რომ, მომხმარებლებს ყოველთვის შეუძლიათ შეიტყონ, თუ რომელ ეტაპზეა პროექტი ამჟამად.



როგორ ავამოქმედო ეტაპები?


1. მომხმარებლის სახელის გვერდით, ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ  ღილაკს და ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიეთ თქვენი ორგანიზაციის სახელი.

2. მენიუში, მარცხენა მხარეს აირჩიეთ ღილაკი  პროექტები.

3. აირჩიეთ პროექტი და დააჭირეთ ღილაკს რედაქტირება.

4.დააჭირეთ ღილაკს ეტაპი: თქვენს მიერ არჩეული შაბლონიდან გამომდინარე, იპოვით ერთ ან ორ მონაწილეობის ეტაპს.

5.შეიყვანეთ მონაწილეობის ეტაპების დასახელება და აღწერილობა და აირჩიეთ თითოეული ეტაპის დასაწყისი და დასასრული.

გაითვალისწინეთ, რომ ეტაპების თარიღები ერთმანეთს არ უნდა დაემთხვეს. დამთხვევის შემთხვევაში, მეორე ეტაპი კვლავ გააქტიურებული იქნება პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ.

6.დააჭირეთ ღილაკს შენახვა.