შილერის სახელობის სკოლას სურს სკოლის ეზოს განახლება და მთლიანი სკოლის პროცესში ჩართვა იმის გადასაწყვეტად, თუ რა და სად აშენდეს. OPIN-ის სივრცითი დაგეგმვის ინსტრუმენტი იძლევა რუქის გამოყენების საშუალებას, შესაცვლელი გარემოს თვალნათლივ წარმოსახვისა და რუკაზე შეთავაზებების დამატებისთვის. ასე რომ, ყველა დაუყოვნებლივ შეძლებს ახალი იდეების ხილვას, გადაწყვეტილების მიღების პროცესის გასაუმჯობესებლად!
სივრცითი დაგეგმვის ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლოა ორ სხვადასხვა პროექტის სახეობაში:
სივრცით ბრეინსტორმინგი
სივრცითი ბრეინსტორმინგის პროექტებში მომხმარებლებს შეუძლიათ იდეების მოფიქრება და რუკაზე განთავსებული იდეების კომენტირება.
სივრცითი იდეების კონკურსი
სივრცითი იდეების კონკურსის პროექტში მომხმარებლებს შეუძლიათ ორ ეტაპზე გამოიჩინონ აქტივობა:
1. ეტაპი: იდეის მოფიქრება და რუკაზე განთავსებული იდეების კომენტირება
2. ეტაპი: იდეებზე და კომენტარებზე დათანხმება / არ დათანხმება, მონაწილეების განწყობის შემოწმების მიზნით ან იმის გადასაწყვეტად, თუ რომელი იდეის განხორციელება მოხდეს.
პროექტის ინიციატორს შეუძლია გადაწყვიტოს, რამდენი დღე / კვირა გასტანს თითოეული ეტაპი. შემდგომ ყველას შეუძლია კომენტირებული ტექსტის ხილვა და იმის ხილვა, თუ რამდენმა მომხმარებელმა მისცა ან არ მისცა ხმა თითოეულ კომენტარს.