ინტელექტუალური თამაში "ოცე"

ვფიქრობ,რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ პროექტი,ინტელექტუალური პროექტი სადაც მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები 8,9,10 და 11 კლასის . პროექტი სახელად"ოცე" . ამ პროექტის საშუალებით ჩვენ შევძლებთ აღმოვაჩინოთ საზრიანი,ჭკვიანი და ნიჭიერი ბავშვები ჩვენს მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მოსწავლეები შეავსებენ სივს სადაც მიუთითებენ ასაკს,რაიონს,საგანს ,რომლის განხრივაც სურს კითხვებზე პასუხის გაცემა და რა არის მისი ამ პროექტში მონაწილეობის მიზანი მისთვის... შევსებული სივებიდან ამოირჩვა დაახლოებით 20 მონაწილე,რომელთანაც გვექნება ონლაინ გასაუბრება და პირველ რაუნდში უბრალოდ ,თავისუფალ თემაზე იმუშავებენ,სადაც განსაზღვრული იქნება დრო და სიტყვების რაოდენობა...ასევე არ გავასწორებთ თემას თუ ნაშრომი სათაურს არ შეესაბამება. თემების წაკითხვით შემდეგ ეტაპზე გადავა მხოლოდ 10 მონაწილე... შემდეგ ეტაპზე ერთმანეთს შეერკინებიან ამორჩეული მონაწილეები რომლებიც დაიყოფიან 2 ნაწილად,პირველი ხუთეული და მეორე ხუთეული,აირჩევენ კატეგორიებს (ლიტერატურა,სპორტი,ისტორია,გეოგრაფია,ხელოვნება) მიეცემათ არჩეული კატეგორიიდან 5 კითხვა თითოეულს.სწორი პასუხის შემთხვევაში დაეწერებათ 2 ქულა.ასევე პირველ ეტაპზე მოცემული იქნება 4 სავარაუდო პასუხი. მეორე რაუნდში კი იქნება ბლიც შეკითხვები არჩეული კატეგორიებიდან გამომდინარე. 5 მოსწავლიდან პირველ ეტაპზე გავარდება ის ვისაც ყველაზე ნაკლები ქულა ექნება. შემდეგი 4 მონაწილედან 2 გამოეთამაშება ბლიცის დასრულების შემდეგ. ბლიც ტურში თითო შეკითხვა 1 ქულას უდრის.მოსწავლეებს ექნება 2 დახმარების უფლება,მას დაეხმარება აუდიტორიაში მყოფი რომელიმე სხვა პირი რომელიც ესწრება თამაშს ეს პირი არ უნდა იყოს თითონ კონკურსანტი. მას საერთო ანგარიშიდან 3 ქულა დააკლდება. საბოლოოდ გამოდის რომ პირველ ტურში 10 მონაწილედან კონკურსს 6 დატოვებს... მეორე ხუთეულიც იგივე ფორმატით ითამაშებს შემდეგ დღეს... ფინალში იასპარეზებს 4 მონაწილე, იქნება უკვე 4 საგანი ,უფრო ნაკლები დრო და დამატებით შეკითხვებთან და ბლიც რაუნდთან ერთად.მათ ექნებად დამატებით ესე დასაწერი სულ 3 რაუნდი ...თითო კითხვაზე 10 წამი პირველ რაუნდში.. ბლიც-რაუნდში 1 წუთი ხოლო ესეს დასაწერად 40 წუთი...გაიმარჯვებს ღირსეული...

კომენტარები